კვლევა: ადამიანი უფრო პროდუქტიულია თუ სამსახურს დილის 10 საათის შემდეგ დაიწყებს
ფოტო: lifehack
რომელ საათზე გიწევთ დილით გაღვიძება იმისთვის, რომ სამსახურში არ დაგაგვიანდეთ და ყველა თანამშრომელს თუ არა თქვენს უფროსს მაინც დაასწროთ სამსახუში 10:00 საათზე მისვლა?
რატომ ვიქცევით ასე?
გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენთვის კარგია, რომ დილით ადრე გაღვიძება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამბობენ, რომ რაც უფრო ადრე გაიღვიძებ მით უფრო ნაყოფიერი დღე გექნება და უფრო წარმატებულიც იქნები. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია? სამსახურიც ადრე გვეწყება, საზოგადოებაც გვეუბნება, "აბა, ადექი გეყო ძილიო" და ჩვენც უკანასკნელ წამებს ყველზე საყვარელ მეგობართან - საწოლთან გამოსამშვიდობებლად ვიყენებთ.
ფსიქოლოგები დიდი ხნის წინ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან - ე.წ ბუები და ტოროლები.
მაგალითად, თუ ტოროლები დილით ადვილად იღვიძებენ და მაშინვე ენერგიულები არიან, საღამოს კი ღონემიხდილებს კარგად ეძინებათ, ამავდროულად კი ხალისიანად ასრულებენ ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს, ბუები მათი სრული ანტიპოდები არიან, ისინი მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ იწყებენ ცხოვრებას, ღამე მოსდით მუზები, ღამე ფიქრობენ, იწყებენ აქტიურ მუშაობას და ა.შ
ცხოვრების სტილი, რომელიც უკვე კარგად არის დამკვიდრებული საზოგადოებაში ტოროლებისთვის ზედგამოჭრილია - სკოლა, უნივერსიტეტი და სამსახური, ძირითად შემთხვევაში, დილით იწყება და, რა თქმა უნდა, ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
აი ადამიანები კი რომლებსაც ღამე არ ან ვერ სძინავთ არავის ეცოდება.
წარმოიდგინეთ, ღამის 4-5 საათამდე ვერ იძინებ და დილით ადრე გაღვიძება გიწევს. არადა, ამ დროს, ჯერ კიდევ სრული არსებით გძინავს და არაფრის თავი არ გაქვს, მაგრამ სხვა რა გზა გაქვს?! უნდა წახვიდე უნივერსიტეტში ან სამსახურში. საღამოს კი, როდესაც შენი ტვინი აქტიურად იწყებს მუშაობს, ვერ იძინებ მანამ სანამ ტვინი არ დაგეღლება. არადა, საზოგადოება შენგან სხვა რამეს ითხოვს, თავზე გადგას და მთელ ხმაზე გიყვირის - "გაიღვიძე სამსახურში არ დაგაგვიანდეს". ზოგიერთი ბუ ახერხებს ასეთ გარემოში ადაპტირებას და მიუხედავად იმისა, რომ ძილი მისთვის საკმარისი არასდროს არ არის, მაინც მიდის სამსახურში, მაგრამ ყველა ხომ ვერ იქნება ასე?! მით უმეტეს, რომ მეცნიერებმა უკვე დიდი ხის წინ გვითხრეს - ყველა ადამიანს საკუთარი ბიოლოგიური საათი აქვს.
ასე იყო და ამგვარად, პროფესორები, როლებიც ძილს იკვლევენ, მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ სამსახურიც, უნივერსიტეტიც და სკოლაც უნდა დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ დილის 10:00 საათის შემდეგ.
ოქსფორდის ძილისა და ცირკადული ნეირომეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერებმა რამდენიმე კვლევა ჩაატარეს, მათ 30 000 მოსწავლეს სთხოვეს სკოლაში 11 საათზე მისულიყვნენ და ამ რამდენიმე კვირიანმა ექსპერიმენტმა ჩვენი საყვარელი მეცნიერები ყველასათვის სასურველ დასკვნამდე მიიყვანა. მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც დილის 9-10 საათის ნაცვლად მუშაობას ან სწავლას 11:00 საათზე იწყებენ, უფრო შრომისუნარიანები და რაც მთავარია ბედნიერები არიან.
ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა მოზარდებს შორის, რომლებსაც ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით განსხვავებული ბიოლოგიური საათი აქვთ. ხოლო თანამშრომლებს, რომლებსაც დილის საათებში უწევთ სამსახურში მისვლა აღმოჩნდა, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე არც თუ ისე კარგ გავლენას ახდენს.
"ჩვენი წინაპრები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ძილი კარგია, რაც ჩვენც ისედაც ვიცოდით. მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ დილით ადრე არ ვიღვიძებთ ზარმაცები ვართ, არადამეცნიერებამ გვითხრა - ადამიანებს უბრალოდ სულ ცოტათი მეტი ძილი სჭირდებათ და ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება, ვიქნებით უფრო პროდუქტიულები და წარმატებულები" ამბობს კვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორი პროფესორი კოლინ იფსი.
კვლევის საბოლოო ანგარიში ცნობილი 2018 წელს გახდება, მანამდე ოქსფორდის ძილისა და ცირკადული ნეირომეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერები უფრო მასშტაბური ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებენ, სადაც 60 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
თუმცა ვიდრე 2018 წელი მოვა და გვეტყვიან სამსახური ისევ დილის 10 საათზე უნდა დავიწყოთ თუ უფრო მოგვიანებით, შვედებს ბედნიერი დღე გაუთენდათ. ქვეყანა ოფიციალურად გადავიდა დღეში 6 საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამის მიზეზი კი 6 თვიანი ექსპერიმენტი გახდა, რომელიც ექთნებზე ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ვინც დღეში 6 საათს მუშაობდა სახლში ნაკლებად დაღლილები მიდიოდნენ და უფრო ენერგიულებიც იყვნენ. ამასთანავე ნაკლები სამუშაო დრო ზრდიდა მათ მზრუნველობას თავშესაფარში მყოფების მიმართ.
ჯერ ჩვენ არც შვედეთი ვართ და უმეტეს შემთხვევაში არც 11:00 საათზე ვიწყებთ სამსახურს, ამიტომ ისღა დაგვრჩენია 2018 წელს და ექსპერიმენტის საბოლოო შედეგებს დაველოდოთ. ვინ იცის, იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს და 6 საათიანი სამუშაო დღე თუ არა, დამატებით 1-2 საათი მაინც მოგვეცეს ძილისთვის.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები