ღვინის ეზო — ადგილი, სადაც თეატრი და გასტრონომია ერთიანდება
ღვინის ეზო რესტორნების ქსელის წისქვილი ჯგუფი ახალი ობიექტია, რომელიც 10 მაისს მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ მისამართზე, ბელიაშვილის #99-ში გაიხსნა.
ეს არის საქართველოში პირველი სანახაობრივი სივრცე, სადაც სტუმრებს კულინარიისა და თეატრის საინტერესო სინთეზის ნახვა შეუძლიათ.
რესტორნის ინტერიერი ჭეშმარიტი თბილისური ეზოს ნიმუშია, ხოლო არქიტექტურა და დიზაინი ქართველი თავადის სახლისთვის დამახასიათებელი დეტალებისგან შეიქმნა.
სპეციალურად ახალი სივრცისთვის მასპინძლებმა ხალხური რეწვის ნიმუშები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიტანეს.
მხოლოდ ღვინის ეზოში შეუძლიათ სტუმრებს უგემრიელესი ტრადიციული კერძების დაგემოვნებისას ძველ თბილისში იმოგზაურონ და იმ ეპოქის ამბების უშუალო მონაწილეები გახდნენ. ამისთვის კომპანიამ ორიგინალური პროექტი შექმნა, რომელიც სარესტორნო სივრცეში თეატრალური წარმოდგენის გამართვას გულისხმობს.
წისქვილი ჯგუფმა, რეჟისორ გოგა მაისურაძისა, სხვადასხვა დასის მსახიობებისგან შემდგარ გუნდთან და სიმებიან კვარტეტთან ერთად, რომელსაც ოთო ნასრაშვილი ხელმძღვანელობს, სტუმრებს პირველი მიუზიკლის პრემიერა გახსნის ღონისძიებაზე წარუდგინა. ეს არის ყველასთვის საყვარელი სპექტაკლის ხანუმას ადაპტირებული ვერსია, რომელიც კინოს, თეატრისა და ოპერის ელემენტების ჰარმონიული შერწყმით შეიქმნა.
დადგმის უნიკალურობა მის ინტერაქციულ ხასიათშია, რაც მთელი წარმოდგენის განმავლობაში, მსახიობებსა და სტუმრებს შორის უშუალო კონტაქტში გამოიხატება.
"ნამდვილად ამბიციური და საინტერესო პროექტია, რომელშიც სიამოვნებითა და დიდი პასუხისმგებლობით ჩავერთე. დადგმის ინსპირაცია თავად რესტორნის სივრცე გახდა, რომელიც ძველი თბილისელი თავადის სახლის ნიმუშია. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ იმ ეპოქის ყველაზე ცნობილი და საყვარელი სპექტაკლის „ხანუმას“ ადაპტირებული ვერსია გაკეთებულიყო. საქართველოში აღნიშნულ პროექტს ანალოგი არ აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ როგორც ქართველებისთვის, ისე ტურისტებისთვის ეს სიახლე შთამბეჭდავი იქნება", — აცხადებს რეჟისორი გოგა მაისურაძე.
ხანუმა უკვე რესტორნის პროგრამაშია და მისი ნახვა სტუმრებს კვირაში 2-ჯერ შეეძლებათ.
უახლოეს მომავალში ახალ სივრცეში კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმა იგეგმება. ღვინის ეზო იქნება სივრცე, რომელიც მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს, წარმოდგენებსა და საინტერესო ღონისძიებებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში სხვადასხვა კუთხის ძველი ქართული კერძების აღდგენას და მათს ახალ მენიუში შეტანასაც აპირებენ. ესეც სპეციალურად ღვინის ეზოსთვის გაკეთდება და სტუმრები მათ მხოლოდ ამ რესტორანში დააგემოვნებენ.
ღვინის ეზოს მრავალფუნქციური ღია სივრცე 200-230 პერსონაზეა გათვლილი და უკვე მზადაა მათ მისაღებად. აქ მსურველებს ყოველდღიურად მობრძანებაც შეეძლებათ და ნებისმიერი სახის წვეულებისა და ღონისძიების გამართვაც. გარდა ამისა, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი სივრცის როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ დახურვაც იქნება შესაძლებელი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები