პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრად ემზარ კვიციანი წარადგინა
საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრად ემზარ კვიციანი წარადგინა. შესაბამისი მიმართვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ დარეგისტრირდა.
ემზარ კვიციანი დეპუტატებს შორის დისკრიმინაციული და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა. ამავე შინაარსის იყო მისი ზოგიერთი კანონპროექტიც, მათ შორისაა ნიქაბისა და ბურქის ტარების აკრძალვა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ინიციატივა.
დეპუტატს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული კანონპროექტის წარდგენის გამო მიკროფონიც გამოურთო. საუბარია ინიციატივაზე, რომლითაც კვიციანი კანონიდან ტერმინების — "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობის" ამოღებას ითხოვა.
პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთმა დეპუტატმა ადა მარშანიამ მოითხოვა, რომ თამარ ჩუგოშვილის მიერ კვიციანისთვის მიკროფონის გამორთვა ეთიკის საბჭომ განიხილოს.
ეთიკის საბჭო ეთიკის კოდექსის აღსრულების მექანიზმია. ის 14 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათ შორის 7 ადგილი ქართულ ოცნებას ეკუთვნის, 3 — ევროპულ საქართველოს, ერთი პატრიოტთა ალიანსს, ხოლო ორი დამოუკიდებელ დეპუტატებს. ეთიკის საბჭომ უნდა განიხილოს საჩივრები ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. ასევე, ამ საბჭოს ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემაც.
გაიგეთ მეტი: რა ეთიკურ ნორმებს უნდა იცავდეს დეპუტატი — კანონპროექტი მოკლედ
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები