საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბელარუსულ არხთან Belsat-თან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში თავის გეგმებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს მან უკრაინისა და საქართველოს განვითარებას გაუსვა ხაზი.

"უკრაინა იქნება ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო, მაგრამ საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ყველაზე განვითარებული ქვეყანა უკრაინის ზესახელმწიფოს ფონზეც კი. საქართველო პატარაა და ის უფრო სწრაფად უნდა გადავიყვანოთ სწორ რელსებზე. საქართველო იქნება ჩვენი რეგიონის სინგაპური, დუბაი, ჰონგ-კონგი დემოკრატიული ელფერით", — აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს. მან, ასევე, თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებისთვის ვოლომირ ზელენსკის გაპრეზიდენტებას ელოდება. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ის არანაირი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს და მზადაა, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს კონსულტაციები გაუწიოს.

ამავე თემაზე: