იქ ოჯახები დაიუღუპა — ვინ არიან შრი-ლანკის ტერაქტის მსხვერპლები
შრი-ლანკაში 21 აპრილს, როდესაც კათოლიკური სამყარო აღდგომას აღნიშნავდა რვა აფეთქება მოხდა, რასაც 350-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 500-მდე პირმა დაზიანება მიიღო. ტერორისტული თავდასხმა მოხდა ეკლესიებსა და სასტუმროებში.
დაღუპულებს შორის ძირითადად ადგილობრივები არიან, მაგრამ არიან უცხოელებიც. ბოლო მონაცემებით, 38 უცხოელი მოქალაქეა დაღუპული. ესენი არიან დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, ნიდერლანდების, დანიის, შვეიცარიის, ესპანეთის, აშშ-ს, ავსტრალიისა და თურქეთის მოქალაქეები.
ნეგომბოელი ოჯახი
თავდასხმის მსხვერპლი გახდა ნეგომბოელი ოჯახი. ქალის თანამშრომლები იხსენებენ, რომ ის მონდომებული და პასუხისმგებლიანი იყო.
"ის ძალიან ყურადღებიანი იყო. ჩვენ ის დაგვაკლდება", — ამბობენ თანამშრომლები.
წყვილის უფროსი შვილი ბიოლა ექვსი წლის იყო, შუათანა ლეონი ოთხის, ხოლო უმცროსი სეტი 11 თვის.
სასტუმროები Cinnamon Grand-ის და Shangri-La-ს რვა თანამშრომელი
თავდასხმას ემსხვერპლნენ Cinnamon Grand-ის სასტუმროს რესტორნის ოთხი თანამშრომელი. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი ყვება, 21 აპრილის დილას ბევრი სტუმარი ჰყავდათ ერთ-ერთი დაღუპული კი ბლინებს აცხობდა. ცნობილია, რომ მათ შანტა, სანჯევანი, იბრაჰიმი და ნისტარი ერქვათ. ოთხი თანამშრომელი დაიღუპა Shangri-La-ს სასტუმროში. ცნობილია, რომ ოთხივე მათგანი სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.
რამეში, რომელმაც ათეულობით სიცოცხლე გადაარჩინა
ადგილობრივი მაცხოვრებელი რამეში ქალაქ ბატიკალოას ეკლესიაში იყო, როდესაც უცნობი პირი დიდი ზურგჩანთით ტაძარში შესვლას ცდილობდა. პირი ამბობდა, რომ ჩანთაში ვიდეოკამერა ჰქონდა და მსახურების გადაღება სურდა.
რამეშმა ის ტაძარში არ შეუშვა და მიუთითა, რომ დიდი ზურგჩანთით გადატვირთულ ეკლესიაში ყოფნა არ შეიძლებოდა. საუბრიდან მალევე აფეთქება მოხდა. რამეში დაიღუპა, მაგრამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩია. ეკლესიაში მისი ცოლი და ორი შვილი იყვნენ, რომლებიც არ დაშავებულან.
და-ძმა
12 წლის შარონ სანტჰაკური და მისი 11 წლის და სარა ქალაქ ბატიკალოას ეკლესიაში აფეთქებას ემსხვერპლნენ. ისინი შემთხვევიდან მეორე დღეს ერთმანეთის გვერდით დაასაფლავეს.
ქმარი, ცოლი და დედა
56 წლის ტაირონ გულფინგი სააღდგომო წირვაზე თავის ცოლთან და სიდედრთან ერთად წავიდა. ყველა მათგანი ნეგომბოში წმინდა სებასტიანის ეკლესიაში თავდასხმისას დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ისინი თვითმკვლელი ტერორისტის გვერდით იდგნენ.
ახლობლების თქმით, ტაირონი რიკშას მძღოლი იყო. მისი ცოლი არ მუშაობდა და მოხუც დედასა და 18 წლის შვილს უვლიდა. შვილი წირვაზე არ წავიდა, რადგან სადღესასწაულო მსახურებას ღამით დაესწრო.
მძღოლი, რომელიც ეკლესიის გვერდით ცხოვრობდა
28 წლის სუბრამან კრისტოფერი, რომელიც კოლომბოში წმინდა ანტონის ეკლესიაში გარდაიცვალა, მძღოლად მუშაობდა. დედაქალაქში ის სამხრეთიდან, ქალაქ აკურესადან ჩავიდა. ის ეკლესიასთან ახლოს მდებარე პატარა ბინაში ცხოვრობდა.
ერთი წელიც არ იყო გასული, რაც დაქორწინდა. სააღდგომო მსახურებაზე ცოლთან და ახალდაბადებულ შვილთან ერთად მივიდა. მისი ცოლ-შვილი გადარჩა, თვითონ კი ტრაგიკულად დაიღუპა.
აფეთქების შემდეგ სუბრამანის დედა კოლომბოში გაემგზავრა. ახლობლები ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოშია. შვილის სიკვდილის შესახებ მხოლოდ ჩასვლის შემდეგ გაიგო.
"ის მთელი ჩემი ცხოვრება იყო. როგორც მარჯვენა ხელი. მე ისე მიყვარდა. და მხოლოდ მე ვიცი, როგორ ვუყვარდი მას. არ შემიძლია ამას გავუძლო. როგორ გადავიტან ამ დანაკარგს", — ამბობს დედა. მეზობლები ყვებიან, რომ სუბრამანის ცოლმა ჯერ არ იცის, რომ ქმარი დაიღუპა.
ხუთსულიანი ოჯახი კოლომბოდა
33 წლის ბენინგტონ ჯოზეფი და მისი ცოლი წმინდა ანტონის ეკლესიაში დაიღუპნენ. აფეთქებას ემსხვერპლნენ მათი შვილებიც 9 წლის ბევონი, 6 წლის კლივონი და 11 თვის ეივონი. 5 მაისს ეივონი ერთი წლის გახდებოდა.
"გვინდოდა, რომ მისი დაბადების დღე აღგვენიშნა და ამავე დღეს მოგვენათლა", — ყვება ბენინგტონის მამა.
როგორც ის ყვება, კოლომბოში პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.
"გადასვლის შემდეგაც ვაგრძელებდი იმავე ეკლესიაში სიარულს. დღეს კი ამ ტაძარში ჩემი შვილების სისხლი დაიღვარა".
მამა, ორი შვილი და ორი ძმისშვილი
35 წლის სამპატი ნეგომბოში წმინდა სებასტიანის ეკლესიაში თავის 8 და 10 წლის შვილებთან და 6 და 10 წლის ძმისშვილებთან ერთად მივიდა. ხუთივე მათგანი დაიღუპა.
"გაოგნებული ვიყავი, როდესაც ნეგომბოში მომხდარის შესახებ გავიგე. ეს ძალიან მშვიდი ქალაქი. ძალიან რთულია დაიჯერო, რომ იქ რამე მსგავსი შეიძლებოდა მომხდარიყო".
მილიარდერ ანდერს ჰოლჰ პოვლსენის შვილები
დანიელი მილიარდერის ანდერს ჰოლჰ პოვლსენის ოთხი შვილიდან სამი შრი-ლანკაში დაიღუპნენ. მათი სახელები არ გასაჯაროებულა.
46 წლის პოვლსენი Bestseller-ის მაღაზიათა ქსელის მფლობელია და დანიის უმდიდრესი ადამიანი. გარდა ამისა, ის ინტერნეტ-მაღაზია Asos-ის თანამფლობელია.
ბრიტანეთის რვა მოქალაქე
ტერაქტის დროს დიდი ბრიტანეთის რვა მოქალაქე დაიღუპა, მათგან რამდენიმე ერთი ოჯახის წევრი იყო
ანიტა ნიკოლსონი მისი 14 წლის შვილი ალექსი და 11 წლის შვილი ანაბელი სასტუმრო Shangri-La-ს რესტორანში დაიღუპნენ. ანიტას ქმარი გადარჩა. მისი თქმით, მის ცოლსა და შვილებს ყოველთვის სიხარული მოჰქონდათ.
გარდა ამისა, თავდასხმა ემსხვერპლნენ და-ძმა 19 წლის დენიელი და 15 წლის ამელი. დენიელი უნივერსიტეტში, ხოლო ამელი სკოლაში სწავლობდა. შრი-ლანკაში ისინი არდადაგებისთვის ჩავიდნენ.
ამასთანავე დაღუპულებს შორის არის ყოფილი მეხანძრე ბილ ჰაროპი და მისი ცოლი სალი რედლი. ისინი ავსტრალიაში ცხოვრობდნენ და შრი-ლანკაში დასასვენებლად ჩავიდნენ.
ინდოეთის 11 მოქალაქე
ინდოეთის მოქალაქეები Shangri-La-ში აფეთქებას ემსხვერპლნენ. მათგან შვიდი პოლიტიკური პარტია ჯანატა დალის წევრი იყო. შრი-ლანკაში ისინი კარნატაკეში არჩევნების დასრულების შემდეგ ჩავიდნენ.
დაღუპულებს შორის არის 58 წლის რაზინა ჰადერ კუკადი. კოლომბოში ის ქმართან ერთად ჩავიდა, რათა ნათესავები მოენახულებინა. ისინი დუბაიში ცხოვრობდნენ. ქმარი დილის არაბეთის გაერთიანებულ საიმიროებში დილის რეისით გაემგზავრა, ხოლო ჰადერი საღმოს მიფრინავდა.
"ის საუზმობდა, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა", — ყვება ახლობელი.
ავსტრალიელი შვილთან ერთად
მანიკ სურიარტაჩი და მისი 10 წლის შვილი ალექსანდრია წმინდა სებასტიანის ეკლესიაში აფეთქების დროს გარდაიცვალნენ. ის და მისი ქმარი კვირის მსახურებას რეგულარულად ესწრებოდნენ. აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მანიკის ქმარმა ეკლესია დატოვა.
"ძლიერი აფეთქება გავიგონე. საკუთარი შვილი იატაკზე დაგდებული დავინახე, ვცადე მისი აყვანა, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. ახლოს კი ჩემი ცოლი იწვა", — ყვება სუდეშ კოლონე.
ოჯახი შრი-ლანკაში მელბურნიდან 2014 წელს გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მანიკას ამ ქვეყანაში ბიზნესი ჰქონდა.
ბანგლადეშელი პოლიტიკოსის შვილიშვილი
ბანგლადეშელი პარლამენტარის შვილიშვილი რვა წლის ზაიანი აფეთქებას ემსხვერპლა სასტუმროში, სადაც მისი ოჯახი ისვენებდა. ბავშვის მამამ დაზიანება მიიღო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები