კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე შეხვედრის თარიღთან და ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

აქამდე კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ გამართულა. მსოფლიო ლიდერებს შორის კიმ ჩენ ინი მხოლოდ სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შეხვედრია.

2018 წლის მაისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. ლავროვი შეხვედრისთვის ფხენიანში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ლავროვი კიმ ჩენ ინთან რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა მანამ არ გამოსწორდება, სანამ ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო სანქციებს არ მოხსნიან.