წელს დედაენის დღის მთავარი თემა ქართული ანბანი იყო. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ანიდან ჰოემდე ყველა ასო გამოიფინა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს. მათ მაისურებზე, ბანერებზე და ბუშტებზე ქართული ასოები ეხატათ და გზაში ანბანს კითხულობდნენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მსვლელობას ესწრებოდა "იაკობ გოგებაშვილიც". მისი წაკითხული ანბანის ფონზე სტუდენტებმა ცაში "ქართული ანბანი" გაუშვეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

შუადღისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქალაქის მერიის ორგანიზებული ღონისძიებები გაიმართა. აქ გამოფენილი იყო ბანერები, წიგნები, სხვადასხვა ინსტალაციები და თამაშები ქართული ანბანის თემაზე.

ბავშვები ხატავდნენ და ძერწავდნენ ქართულ ასოებს და "ბეჭდავდნენ" დედაენის ძველ გამოცემებს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ღონისძიებას დაესწრო ქალაქი მერი და პრემიერ-მინისტრი. მათ მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე საგანგებოდ გაემზადა გუნდი, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს ქართული მუსიკით შეხვდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

გუნდმა "ჩემო კარგო ქვეყანავ" და "მრავალჟამიერი" შეასრულა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დედაენის დღის აღსანიშნავი აქტივობები თსუ-ში გაგრძელდა.