კილაძე: ჩანაწერის მიზანია, რომელიმე NGO-მ არ შემოიტანოს სქესობრივი გაკვეთილები მშობლის ფილტრის გარეშე
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ TV პირველის ეთერში კიდევ ერთხელ განმარტა, ბავშვთა უფლებათა კოდექსში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ბავშვს სექსუალური განათლების მიღება მშობლის ნებართვით შეეძლება.
სოფო კილაძემ ბავშვის კოდექსში ამ ჩანაწერის დასასაბუთებლად ორი მაგალითი მოიყვანა. ერთი ხატია ახალაიას სექსუალურ გაკვეთილებს ეხება, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ხოლო მეორე არაფორმალური განათლების ფარგლებში სექსუალური განათლების გაკვეთილებს.
სოფო კილაძემ გაიხსენა შემთხვევა, როცა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა მანავის "მომავლის ბანაკის" მესამე დღის სატრენინგო სესია გურამ ფალავანდიშვილის მიმართვის საფუძველზე შეაჩერა.
საქმე ეხება ფეისბუქგვერდ "ზნეობაზე" გავრცელებულ წერილს, სადაც გურამ ფალავანდიშვილს მშობლის სტატუსით მიმართა ბანაკის აქტივობებით უკმაყოფილო ბადრი დავითურმა. ფეისბუქგვერდ "ზნეობაზე" გავრცელებული წერილის ავტორი დისკრიმინაციული ტერმინებით აღწერდა სატრენინგო აქტივობებს და წერდა, რომ მის შვილს უტარდებოდა "გაკვეთილები, რომელიც მიდრეკილი იყო მრუშობისკენ, გარყვნილებისკენ და უკუღმართობისკენ".
სოფო კილაძემ TV პირველის ღამის ეთერში თქვა: "კანონპროექტის მიზანი არის, რომ მაგალითად რომელიმე არასამთავრობომ თუ გადაწყვიტა რომ გააკეთოს არაფორმალური განათლების ფარგლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ან ბანაკში იყოს სადმე, სადაც ეს ბავშვები მიდიან მშობლის მეთვალყურეობის გარეშე - რომ არ მოხდეს ასეთი შემთხვევა, რომ რომელიმე არასამთავრობომ ან ექსპერტმა არ შემოიტანოს ესეთი გაკვეთილები, ამის აღკვეთა რომ მოხდეს და თუ ასეთი შემოთავაზება იქნება მშობლის ფილტრი გაიაროს".
მან ასევე განაცხადა, რომ სექსუალურ განათლების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას სკოლის მოსწავლები ბიოლოგიის გაკვეთილზე მაინც იღებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში, ბავშვთა კოდექსის განხილვაზე თქვა, რომ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დაშვებული.
კილაძის თქმით, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას ან სხვა კონფესიებს, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები