განაჩენებმა ცხადყო, რომ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა პრობლემურია — საია ოჯახში ძალადობაზე
ფოტო: Wikimedia Commons
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში ნათქვამია, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა ისევ პრობლემური საკითხია.
ასევე კვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გაზრდილია იმგვარი ძალადობის ფორმის გამოვლენის მაჩვენებელი, როგორიცაა სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, თუმცა, მაინც გამოწვევად რჩება.
კვლევაში ნათქვამია, რომ, რიგ შემთხვევაში, პრობლემაა შემაკავებელი ორდერის არამიზნობრივად გამოცემა, რაც გამოიხატება აღნიშნული მექანიზმის გამოყენებაში არა მსხვერპლის დაცვის მიზნით, არამედ — მის წინააღმდეგ. ეს ბადებს განცდას, რომ ორდერის გამოცემა ხდება საკითხის სიღრმისეული შესწავლის გარეშე, ფორმალურად.
საიას-ს ცნობით, გამოწვევად რჩება, დამცავ ორდერებში ძალადობის ტიპის, განმეორებითობისა და ძალადობის წინარე ისტორიის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ასახვა, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება, როდესაც მსხვერპლი არ ადასტურებს ძალადობას ან/და თავს იკავებს ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან.
აგრეთვე, პრობლემაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიერ პოზიციის შეცვლა და სასამართლო განხილვის დროს ჩვენების მიცემაზე უარის თქმა; ოჯახში ძალადობის გენდერული დისკრიმინაციის ჭრილში აღქმა და შესაბამისი კუთხით სასჯელის დამძიმება; სასამართლოების მხრიდან აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებებისა და მიღებული განაჩენების დასაბუთებულობის ხარისხი.
ძირითადი მიგნებები
ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებული მიგნებები
- ძალადობის მსხვერპლებთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ ძალადობის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის მოძალადეთა მხრიდან მსხვერპლის ქცევის კონტროლის სურვილი, მოძალადეების ნებასთან შეუსაბამო მოქმედება და ოჯახში არსებული დაქვემდებარებული და სტერეოტიპული როლები;
- მსხვერპლები ძალადობის ძირითად მაპროვოცირებელ გარემოებად მიიჩნევენ მოძალადეზე მატერიალურად დამოკიდებულებას, საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერის არარსებობას, ტრადიციულ და სტერეოტიპულ მიდგომებს და ოჯახის საქმეებში ნათესავების ჩარევას;
- ინტერვიუებმა, განაჩენებისა და საქმეების ანალიზმა ცხადყო, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოძალადე მამაკაცია, ხოლო მსხვერპლი — ქალი. ძალადობა ძირითადად ხდება მეუღლეებს/პარტნიორებს შორის;
- კვლევის ფარგლებში მსხვერპლების ადვოკატებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა და შესწავლილმა განაჩენებმა ცხადყო, რომ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა პრობლემური საკითხია. 2017 წლის პერიოდში შესწავლილი 102 გადაწყვეტილებიდან, პროკურატურის მხრიდან მხოლოდ 2 (2%) შემთხვევაში იყო გამოკვეთილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. რაც შეეხება 2018 წელს, შესწავლილი 131 გადაწყვეტილებიდან 3 (2%) შემთხვევაში მოხდა დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა ბრალდების მხარის მიერ;
- სასამართლო განაჩენების ანალიზმა გამოავლინა, რომ სასამართლომ არცერთ შემთხვევაში არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა არ გამოყენებულა.
ძალადობაზე პირველად რეაგირებასთან დაკავშირებული მიგნებები
- ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მსხვერპლები მოძალადეებთან თანაცხოვრების განმავლობაში ნაკლებად მიმართავენ სამართალდამცავ უწყებებს. ასევე, მიმართვა, როგორც წესი, ხდება არა პირველივე, არამედ მხოლოდ სისტემატური და ინტენსიური ძალადობის შემდგომ;
- საიას წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლამ აჩვენა, რომ შემაკავებელ ორდერს სამართალდამცველები, უმეტესწილად, გამოსცემენ, თუმცა, იკვეთება შემთხვევები, როდესაც ორდერი არ გამოიცა ან გამოიცა არასწორად — არა მსხვერპლის დაცვის მიზნით, არამედ მის საწინააღმდეგოდ;
- როგორც საიას წარმოებაში არსებული საქმეების, ისე მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზმა აჩვენა, რომ დამცავ ორდერებში მხოლოდ ზოგადი მითითებაა ძალადობის შესახებ და არ არის აღნიშნული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ხელს უშლის, როგორც ძალადობრივი წინარე ისტორიის შესწავლას, ისე ძალადობის რისკის სათანადოდ შეფასებას;
- საია-ს წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის მიხედვით, როდესაც ოჯახურ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე აცხადებს, რომ დაექვემდებარა ძალადობას, იკვეთება პოლიციის მხრიდან მსხვერპლის იდენტიფიცირების პრობლემა. მსგავს შემთხვევებში შემაკავებელი ორდერი გამოიცემოდა როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის მიმართ, რაც მიუთითებს პოლიციის მიერ მოძალადისა და მსხვერპლის გარჩევის სირთულეზე;
- ინტერვიუებმა ცხადყო, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის მიზნით, არ ტარდებოდა პროაქტიული ღონისძიებები სამართალდამცავთა მხრიდან. ორდერის პირობების დარღვევის გამოვლენა უმეტესად მსხვერპლის ინიციატივაზე იყო დამოკიდებული;
- მსხვერპლებთან, შსს-ს წარმომადგენლებსა და მოსამართლეებთან ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებს, რომ ძალადობის შემსწრე ბავშვებს არ აქვთ მსხვერპლის სტატუსი და მათ მიმართ არ გამოიყენება დამცავი მექანიზმები. განსხვავებული ვითარებაა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი შვილები თავად არიან ძალადობის პირდაპირი მსხვერპლები. ასეთ დროს, როგორც წესი, მათ მიმართაც მოქმედებს დამცავი მექანიზმები;
- ინტერვიუებმა და გამოთხოვნილმა საჯარო ინფორმაციამ ცხადყო, რომ გამოწვევაა ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრით ეფექტიანად სარგებლობა. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს უწევთ სხვა ქალაქში წასვლა თავშესაფრის მისაღებად, რადგანაც კონკრეტულ ქალაქში არ არის თავისუფალი ადგილი. ცალკეულ შემთხვევებში მსხვერპლთათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თუნდაც დროებით, სამსახურის ან/და არასრულწლოვანი შვილების გამო შეუძლებელია;
- პრობლემაა, დამცავი ორდერის საფუძველზე, მოძალადეებისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსის გავლის დავალდებულება სარეაბილიტაციო ცენტრების ან/და მსგავსი სერვისის არარსებობის გამო.
სასამართლოს მიდგომებთან დაკავშირებული მიგნებები
- კვლევაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა (36%) გამოიყენა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად მოძალადეების მიმართ დამატებითი ვალდებულებები, როგორიცაა მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა, კომუნიკაციის შეზღუდვა და სხვა;
- ამავე კვლევის მიხედვით, მოსამართლეთა ცალკეულ ნაწილში დაბალი მგრძნობელობა და გენდერული თანასწორობის საკითხების არასაკმარისი ცოდნა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. აღნიშნული, მათ შორის, გამოიხატება მოსამართლეთა ნაწილის სტერეოტიპულ წარმოდგენებში ოჯახში მეუღლეთა როლებთან დაკავშირებით;
- მოსამართლეებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა და განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ გამოკითხულ მოსამართლეთა სრული უმრავლესობა საქმეებში ვერ ხედავს გენდერულ მოტივს და მიუთითებს, რომ ძალადობა ძირითადად ყოფითი საკითხებიდან გამომდინარე ხდება;
- სასამართლო განჩინებების ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი ან/და არასაკმარისად დასაბუთებულია 131-დან 43 (33%) განჩინება.
კვლევის სრული ვერსია წაიკითხეთ აქ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები