UK, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ
19 მარტს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, იაპონიისა და კანადის ლიდერებმა ჰორმუზის სრუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
- მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, დაარწმუნოს ირანი, რომ არ გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე
- ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა
- იტალია, გერმანია და საფრანგეთი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დახმარებას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გასწევენ
დოკუმენტში ხაზგასმულია რეგიონში არსებული კრიტიკული მდგომარეობა და მკაცრადაა დაგმობილი ირანის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ სტაბილურობას.
"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს ყურეში მყოფ შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე, და ირანული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის დე ფაქტო ჩაკეტვას. ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ესკალაციური კონფლიქტის გამო. მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მუქარა, ნაღმების დაგება, თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით და სხვა მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს კომერციული ნაოსნობისთვის სრუტის ბლოკირებას, და დაემორჩილოს გაეროს უშიშროების საბჭოს 2817-ე რეზოლუციას", — ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.
მსოფლიო სახელმწიფოების მეთაურები აღნიშნავენ, რომ ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის ფუნდამენტური პრინციპია. მათი თქმით, ირანის ქმედებების უარყოფითი შედეგები აისახება ადამიანებზე მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველ ფენებზე.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.
"გაეროს უშიშროების საბჭოს 2817-ე რეზოლუციის შესაბამისად, ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო ნაოსნობაში მსგავსი ჩარევა და ენერგომომარაგების გლობალური ჯაჭვების შეფერხება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ თვალსაზრისით, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ მორატორიუმს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმებზე. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, წვლილი შევიტანოთ შესაბამის ძალისხმევაში სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად. მივესალმებით იმ ქვეყნების მზაობას, რომლებიც ჩართულნი არიან მოსამზადებელ დაგეგმარებაში", — აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა პოლიტიკური და სამხედრო მზაობისა, მოკავშირეები ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმებზეც საუბრობენ. ლიდერები მიესალმებიან ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გადაწყვეტილებას სტრატეგიული ნავთობის რეზერვების კოორდინირებული გამოთავისუფლების შესახებ და აანონსებენ მუშაობას მწარმოებელ ქვეყნებთან მოპოვების გაზრდის მიზნით.
"ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების მხარდასაჭერად, მათ შორის გაეროსა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFIs) მეშვეობით. საზღვაო უსაფრთხოება და ნაოსნობის თავისუფლება ყველა ქვეყნის ინტერესშია. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და დაიცვან საერთაშორისო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები