ტექნოლოგიები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ზოგჯერ ძნელია გავარჩიოთ, რა არის რეალური ინოვაცია და რა ჰგავს სამეცნიერო ფანტასტიკას. ყოველდღიურად ჩნდება უცნაური გაჯეტები, ექსპერიმენტული ტრანსპორტი და მომავლის მოწყობილობები, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული.

შეძლებ გამოიცნო, რომელი ტექნოლოგიური სიახლეა უკვე რეალურად შექმნილი და იყიდება (მათ შორის, საქართველოშიც) და რომელია უბრალოდ ფანტასტიკური იდეა, რომელიც მაქსიმუმ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში შეგვხვდეს?

ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები

ტესტის დაწყება

1 / 17 არსებობს ყურსასმენი, რომელიც რეალურ დროში თარგმნის საუბარს სხვადასხვა ენაზე

2 / 17 შექმნილია ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიზმრების ჩაწერა და შემდეგ მათი ვიდეოდ გადაქცევა

3 / 17 უკვე არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ექიმებს კიბოს დიაგნოზის დასმაში ეხმარება

4 / 17 მეცნიერებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ტელეფონის კამერით ადამიანის ხასიათს 100%-იანი სიზუსტით ადგენს

5 / 17 არსებობს საათი, რომელიც ყოველდღიურად ზომავს შენს გულისცემას, სისხლში ჟანგბადის დონეს და გაფრთხილებს, თუ რაიმე დარღვევა შენიშნა

6 / 17 არსებობს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ჩაშენებული ეკრანით გაჩვენებს შეტყობინებებს და რუკას პირდაპირ თვალში

7 / 17 არსებობს რობოტი, რომელიც რესტორანში სრულ მომსახურებას გთავაზობს: შეკვეთის აღება, მომზადება და მიწოდება ადამიანების გარეშე

8 / 17 შეიქმნა სმარტ სათვალე, რომელიც კამერით ხედავს ტექსტს, ადამიანებს და ობიექტებს, და ყურში გეუბნება რას ხედავს

9 / 17 არსებობს მაცივარი, რომელიც ტელეფონში გაჩვენებს, რა პროდუქტები დევს შიგნით და რა გჭირდება საყიდლად

10 / 17 კომპანიამ შექმნა ბალიში, რომელიც ხვრინვას ამოიცნობს და თავს პოზიციას უცვლის

11 / 17 არსებობს პატარა მოწყობილობა, რომელიც მცენარეს უერთდება და აპლიკაციაში გაჩვენებს, წყალი უნდა თუ არა

12 / 17 კომპანიამ შექმნა AI-სისტემა, რომელიც ცხოველების ხმებს თარგმნის ადამიანის ენაზე

13 / 17 კომპანია ყიდის ჩაფხუტს, რომელიც ტვინის ტალღებს კითხულობს და მუსიკას განწყობის მიხედვით ცვლის

14 / 17 შეიქმნა ჭკვიანი ქუდი, რომელიც მზის ენერგიას აგროვებს და ტელეფონს ტენის

15 / 17 გამოიგონეს სმარტ ჩანგალი, რომელიც ჭამის სიჩქარეს ზომავს

16 / 17 შეიქმნა გაცნობის აპლიკაცია, რომელიც შეხვედრამდე წყვილს საერთო მომავლის სიმულაციაზე მინი-სერიალს აჩვენებს

17 / 17 არსებობს კბილის ჯაგრისი, რომელიც Bluetooth-ით უერთდება ტელეფონს და გაჩვენებს 3D რუკას: სად გაიწმინდე კარგად და სად არა

იტვირთება...
ერთი წუთით...