გიგი უგულავა

20 Mar. 2026, 14:00

საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელორუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ. რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. შესაბამისად, თუ სწირავს ბართლომე არ დაესწრებიან რუსები. მეტიც ჩვენი ძვირფასი იერარქების ნაწილი თურმე იმუქრება პატრიარქ ბართლომესთან არ ვწირავთო. ანუ კირილეს ვირეშმაკობას, ვითომ არა რუსი არამედ ბელორუსი იერარქი რომ გამოგვიგზავნა, წყალობად ვიღებთ, ხოლო მსოფლიო პატრიარქს უარს ვეუბნებით "თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს" კვირის წირვაზე დაემშვიდობოს?! და ამას თურმე ვხსნით იმით, რომ ბართლომე წირვაზე დიდ ჩამონათვალში უკრაინის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ეპიფანეს მოიხსენიებს?!


მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა. უნდა იცოდეს რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ.


არ მაქვს ილუზია, რომ დღეს ამ ტალღას შევაჩერებთ, გავუმკლავდებით. მაინტერესებს ერთი მართალი მაინც თუ აღმოჩნდება მანდ, ვინც ამას ყველაფერს ხალხს ეტყვის, თუ სოდომისა და გომორის მსგავსად წარსაწყმედლადაა განწირული კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის დავითისა და ილიას საქართველოს საპატრიარქო ტახტი!


ეგ ნინევია რომ დაინგრევა, საინტერესოა რამდენს შეგრცხვებათ და სინანული შეგაწუხებთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  5. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…