როგორია გაზაფხული სხვა პლანეტებზე
პლუტონზე 1990 წლიდან მოყოლებული, გაზაფხულია
ფოტო: Getty
რა სჯობს გაზაფხულს!
ესაა სეზონი სიცოცხლით სავსე ყვავილების, რომლებიც საფეხმავლო ბილიკებს მიღმა გადაწოლილან და ჰაერს სასიამოვნო სურნელით ავსებენ. მზის სხივები ძალას იკრებს და ჩვენც მძიმე მანტოებს მსუბუქ ჟაკეტებზე ვცვლით. ცოტა რამ თუა ბუნებაში ამ პერიოდზე მშვენიერი, ამას კი ერთ საინტერესო კითხვამდე მივყავართ: არსებობს გაზაფხული ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე?
სეზონებით ტკბობის შესაძლებლობა ჩვენ იმიტომ გვაქვს, რომ დედამიწის ღერძი მზის გარშემო ტრიალისას დაახლოებით ოცდასამი გრადუსითაა ცენტრიდან გადახრილი; პლანეტის ნახევარსფეროების მდებარეობა მზესთან მიმართებით კი მუდამ იცვლება. დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა ნაწილი წელიწადის დროების სვლასთან ერთად ხან უახლოვდება, ხანაც კი შორდება მზეს და ამ გზით სითბოს განსხვავებულ ოდენობას იღებს.
როგორი სიტუაციაა სხვა პლანეტებზე? ამის გასაგებად იმ მეცნიერებს მივაკითხეთ, რომლებმაც დიდი დრო გაატარეს სხვა პლანეტებზე ფიქრში.
მერკური
"პლანეტა მერკურის არაფერი აქვს არც გაზაფხულის და არც რომელიმე სხვა სეზონის მსგავსი," ამბობს პოლ ბარნი, პლანეტარული გეოლოგი ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პლანეტის ღერძული გადახრა, კუთხის გრადუსი უმნიშვნელოა. "მერკურიზე დღის სინათლის ოდენობა მოცემულ განედზე მთელი წლის განმავლობაში უმეტესწილად უცვლელია".
აქ დღის სინათლე უმოწყალო და მწველია. თუმცა მზის მიმართ პლანეტის განლაგება სიგრილის კერების არსებობას უზრუნველყოფს. "ეს მერკურის საშუალებას აძლევს, პოლუსებთან ახლოს ჰქონდეს მუდმივად ჩრდილში მყოფი რეგიონები, სადაც მზის შუქი არასდროს აღწევს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა ყველაზე ახლოს იმყოფება მზესთან, ამ ნაწილებში ყინულის საფარიც კი გვხვდება", - ამბობს ნენსი ჩებოტი, პლანეტარული მეცნიერი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიიდან.
"ეს ერთი პატარა, უცნაური პლანეტაა", - ამატებს ბარნი.
ვენერა
ფოტო: NASA
"ვენერაზე არ არის გაზაფხული და არც - რომელიმე სხვა სეზონი: ჯოჯოხეთში სეზონებს რა უნდათ!"- ამბობს ალან ტრემანი, მთვარისა და პლანეტარული ინსტიტუტის მეცნიერი.
რთულია, ვენერაზე არსებულ გარემოს ხოტბა შეასხა. მისი ზედაპირის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 470 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს - ასეთ სიცხეში ტყვიაც კი დნება. პლანეტა მერკურის მსგავსად, ვენერას ღერძიც არ არის საკმარისად გადახრილი იმისათვის, რათა ტემპერატურის შესამჩნევი ცვლა გამოიწვიოს.
თუმცა უმთავრესი მიზეზი, რატომაც არ აქვს პლანეტას რომელიმე სეზონი, მის ატმოსფეროში იმალება, რომელიც ღრუბლებით არის დაფარული.
"ღრუბლების ფენა იმდენად სქელია, რომ ზედაპირი თითქმის ვერ იღებს მზისგან სინათლესა და სითბოს. სხივები მთლიანად შთაინთქმება ღრუბლების მიერ და შემდეგ რადიაციის სახით აღწევს მიწის ზედაპირამდე - ესაა ცნობილი სათბურის ეფექტი", - ამბობს ტრემანი. "ვენერას ღრუბლები მიწის ზედაპირზე უფრო სწრაფად მოძრაობენ. შესაბამისად, მთლიანი რადიაციული სითბო პლანეტის გარშემო იფანტება, დღისა თუ ღამის განმავლობაში".
თითქოს ეს ყველაფერი არ კმარაო, "ვენერას დღე მის წელიწადზე მეტხანს გრძელდება", - ამბობს ვიკი ჰანსენი, პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი (თავისი ღერძის გარშემო შემოვლას ვენერა 243 დედამიწის დღეს ანდომებს, მზეს კი 225 დედამიწის დღის განმავლობაში არტყამს წრეს). "ასე რომ, მას გაზაფხული რომც ჰქონოდა, მისი დაწყების დღის დასახელება ერთობ რთული ამოცანა იქნებოდა".
მარსი
ფოტო: NASA
მარსის ღერძი დედამიწისაზე ოდნავ მეტად, 25 გრადუსითაა გადახრილი,რაც ნიშნავს, რომ ამ პლანეტასაც განსხვავებული სეზონები აქვს. დედამიწაზე არსებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მსგავსად, მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც გაზაფხული ახლა დგება.
"ჩრდილოეთ ნახევარსფერო დათბობას იწყებს; სამხრეთ ნახევარსფერო კი გაგრილებას - ზუსტად დედამიწის მსგავსად", - ამბობს დონ ბენფილდი, კორნელის ცენტრის მეცნიერი ასტროფიზიკისა და პლანეტარული მეცნიერების მიმართულებით.
თუმცა არა, სეზონი მარსზე ზუსტად დედამიწის მსგავსად არ იცვლება. სეზონებზე ორბიტებიც ახდენენ ზემოქმედებას. მარსული წელი დედამიწისაზე ორჯერ ხანგრძლივია. შესაბამისად, იქ სეზონები მეტად იწელება. მარსზე სეზონისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნებიცაა, როგორიცაა ზაფხულის მტვრის შტორმები, "თუმცა წვიმისა და მცენარეების გარეშე, ეს ნიშნები ნაკლებად შესამჩნევია", - ამბობს ბენფილდი.
იუპიტერი
უზარმაზარი, აფორიაქებული, მშფოთვარე იუპიტერი. პლანეტა, რომელიც ღრუბლებმა შექმნეს იმავე წამს, როცა მზე დაიბადა. 1300 დედამიწის დამტევი გიგანტი, სადაც ქარები გამუდმებით ქრიან და ფერები გამუდმებით იცვლება...
ამ საოცრებების მიუხედავად, "იუპიტერს არ გააჩნია გაზაფხული", - ამბობს ჩენგ ლი, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერი. მსგავსად მერკურისა, იუპიტერის ღერძის გადახრაც უმნიშვნელოა.
სატურნი
ფოტო: NASA
აი, პლანეტა სატურნს კი აქვს გაზაფხული: მისი ღერძის დახრილობა დედამიწისა და მარსის დახრილობების მსგავსია.
"სატურნი ზაფხულში ცხელია და ზამთარში - ცივი", - ამბობს ლი ფლეტჩერი, პლანეტათა შემსწავლელი მეცნიერი ლესტერის უნივერსიტეტიდან, - "ღრუბლები და ქიმიური ნივთიერებები მზის სინათლეზე ცვლილებებს განიცდიან. შესაძლოა, ამის საუკეთესო მაგალითი სატურნის ატმოსფეროა, რომელსაც ზამთარში ლურჯი ელფერი დაჰკრავს, შედარებით სუფთა ცა და ნაკლები ნისლი ახასიათებს, ზაფხულში კი ოქროს ფერში გადადის, ატმოსფერო შედარებით ბინძურდება და ბურუსიც იმატებს".
სატურნის გაზაფხული ყველაზე კარგად აჩენს პლანეტის ჩრდილო პოლუსზე არსებულ უზარმაზარ, ექვსკუთხედის ფორმის შტორმს, რომელიც მეცნიერებს უკვე მრავალი წელია, რაც ატყვევებს. მოციმციმე რგოლების წყალობით, პლანეტის ზოგიერთ ნაწილში წელიწადის სეზონების ცვლის მინიატურულ ვერსიასაც ვაწყდებით.
"პლანეტა სატურნის ატმოსფეროს კონკრეტულ ადგილებში, როდესაც რგოლები მზეს ჩრდილავენ, დამატებითი სეზონებიც წარმოიქმნება", - ამბობს მაიკ უონგი, პლანეტარული მეცნიერი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. "ამ მოვლენის მსგავსი რამ ჩემს სახლშიც აღინიშნება. ამის მიზეზი ისაა, რომ გვერდით აღმართულ შენობას თავზე უზარმაზარი ბილბორდი ადგას. ნოემბრის კონკრეტული რიცხვიდან თებერვლის კონკრეტულ რიცხვამდე, ჩვენი ჭერი მუდმივ სიბნელეშია, რადგან რეკლამა მზეს ჩრდილავს, ეს კი სახლს ცივს ხდის".
ურანი
ფოტო: NASA
98-გრადუსიანი ღერძის გადახრით, ურანი, ფაქტობრივად, გვერდულად ბრუნავს. ეს კი ნიშნავს, რომ პლანეტაზე უკიდურესად განსხვავებული სეზონები იცის.
"პოლუსები ზაფხულში დიდი რაოდენობით სინათლეს იღებენ მზისგან, რომელიც ცაზე ოდნავ შესამჩნევად მიიზლაზნება, ზამთარში კი თითქმის სულ სიბნელეა", - ამბობს გლენ ორტონი, მეცნიერი ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან. "როდესაც გაზაფხული იწყება, მზე პოლუსებში მუდამ ჰორიზონტზე იმყოფება, მაშინ როცა, დაბალ განედებზე გადაწოლილი ტროპიკებისთვის ის თითქმის ზენიტშია.
მზიდან ასე დაშორებულ პლანეტებზე, რომელთა ორბიტები შესამჩნევად გრძელები არიან, სეზონები წელიწადების განმავლობაში გრძელდება. პლანეტა ურანის გაზაფხული 21 წელიწადის განმავლობაში მიმდინარეობს.
ნეპტუნი
ფოტო: NASA
გაზაფხული ნეპტუნზე ამაზე ორჯერ ხანგრძლივია. პლანეტაზე განსხვავებული სეზონებია, თუმცა "არ მგონია მას საკმარისად დავაკვირდით, რათა დარწმუნებით ვთქვათ, თუ როგორ განსხვავდება ატმოსფერული აქტიურობის მხრივ ერთ ნახევარსფეროში არსებული გაზაფხული სხვა სეზონებისგან", - ამბობს ენ ვერბისერი, პლანეტარული მეცნიერი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან.
პლუტონი
"დიახ, პლუტონზე ახლა გაზაფხულია, სულ მცირე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მაინც", - ამბობს დევიდ გრინსპუნი პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტიდან, - "და ის 1990 წლიდან მოყოლებული გრძელდება".
(გთხოვთ, დიდხანს არ იფიქროთ პლუტონის ამ სიაში შეყვანის სისწორე-მცდარობაზე. მეცნიერები წლების განმავლობაში დავობდნენ ციური სხეულისთვის სწორი კატეგორიის მინიჭებაზე. ზოგიერთი მათგანისთვის 2006 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პლუტონი ჯუჯა პლანეტად ხელახლა აღიარეს, არ არის საბოლოო სიტყვა. ჩვენ კამათს მათ მივანდობთ).
პლუტონის ორბიტა მზის გარშემო ძალიან ოვალურია.
"ერთსა და იმავე სეზონში მზემდე მანძილი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის საგრძნობლად განსხვავდება", - ამბობს გრინსპუნი. ამის გამო, სეზონებს, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში გრძელდება, ასიმეტრიულობა და უკიდურესი კლიმატური ცვლილებები ახასიათებთ.
გაზაფხული, უფრო ცივ სეზონებთან შედარებით, მშვიდი პერიოდია. მზის სინათლის უკმარისობისას პლუტონი ზოგჯერ ისე ცივდება, რომ მისი ატმოსფერო იყინება და ზედაპირზე ვარდება.
"ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა გვეშველებოდა, დედამიწაზე მსგავსი რამ რომ მომხდარიყო", - ამბობს ბობ უესტი, მეცნიერი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან, - "ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და რომელიც პლანეტის ზედაპირზე მცხოვრები ყველა ორგანიზმისთვის საციცხლოდ მნიშვნელოვანია, გარდაიქმნებოდა წყლის, ჟანგბადის, აზოტისა და ნახშირორჟანგის კრისტალებად, რომლებიც მიწაზე თოვლივით ჩამოცვივდებოდნენ და ის სივრცე, სადაც ერთ დროს ჰაერი იყო, ვაკუუმად გარდაიქცეოდა".
ამის მოსმენის მერე, საგაზაფხულოდ სახლის წმენდის იდეაც კი არც ისე საშინლად ჟღერს, არა?!
-
ინვესტიცია ემოციაში: როგორ იქცევა სამუშაო გარემო სოციალურ ეკოსისტემად Upgaming-ში ინვესტიცია ემოციაში: როგორ იქცევა სამუშაო გარემო სოციალურ ეკოსისტემად Upgaming-ში
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ უკრაინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო მცდარი შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ უკრაინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო მცდარი
გადახედვა
-
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიორგი გახარია ერევნის სამიტზე: ოდესღაც რეგიონის ლიდერი საქართველო, მთავრობის განზრახ და მავნე პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად, სომხეთმა ჩაანაცვლა გიორგი გახარია ერევნის სამიტზე: ოდესღაც რეგიონის ლიდერი საქართველო, მთავრობის განზრახ და მავნე პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად, სომხეთმა ჩაანაცვლა
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე სებ-ია პასუხისმგებელი, მაგრამ სებ-ის აფერისტებმა დააგოიმეს და უთხრეს, რომ ფასების შემცირება ცუდია ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე სებ-ია პასუხისმგებელი, მაგრამ სებ-ის აფერისტებმა დააგოიმეს და უთხრეს, რომ ფასების შემცირება ცუდია
გადახედვა
-
Devil Wears Prada 2-ის შემოსავალმა $233 მილიონს გადააჭარბა Devil Wears Prada 2-ის შემოსავალმა $233 მილიონს გადააჭარბა
გადახედვა
-
თბილისი-ბათუმის ხაზი 4 საათში, "კუკუშკას" დაბრუნება — რკინიგზის განახლების პროექტის დეტალები თბილისი-ბათუმის ხაზი 4 საათში, "კუკუშკას" დაბრუნება — რკინიგზის განახლების პროექტის დეტალები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მე, პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია ირაკლი კობახიძე: მე, პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
გადახედვა
-
რაქვიაშვილი კობახიძეს: საქსტატის მონაცემებით ფასები კიდევ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს დეკემბერში იყო რაქვიაშვილი კობახიძეს: საქსტატის მონაცემებით ფასები კიდევ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს დეკემბერში იყო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, დაწყებული კანონებით ირაკლი კობახიძე: ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, დაწყებული კანონებით
გადახედვა
-
"მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი" — ირაკლი კობახიძე დიუშენის მედიკამენტზე "მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი" — ირაკლი კობახიძე დიუშენის მედიკამენტზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: ვიზიარებ ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად ელენე ხოშტარია: ვიზიარებ ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
გადახედვა
-
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
გადახედვა
-
სანქციები და ივანიშვილის აქტივების გაყინვა — ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ახალი კრიტიკული ანგარიში მიიღო სანქციები და ივანიშვილის აქტივების გაყინვა — ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ახალი კრიტიკული ანგარიში მიიღო
გადახედვა
-
საუკეთესო "მოდა არის ხელოვნება" მინიშნებები Met Gala 2026-დან საუკეთესო "მოდა არის ხელოვნება" მინიშნებები Met Gala 2026-დან
გადახედვა
-
პირველი არხი: "ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შევთავაზეთ, თუმცა, მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ" პირველი არხი: "ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შევთავაზეთ, თუმცა, მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ"
გადახედვა
-
5 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მარტო მოგზაური ქალებისთვის 5 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მარტო მოგზაური ქალებისთვის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს ბანკის ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია
-
რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სათამაშოები რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სათამაშოები
-
ნახეთ: ნოლანის ოდისეის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ნოლანის ოდისეის ახალი ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
კომენტარები