საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

უწყების განცხადებით, დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.