ჩვენ თუ გვპატიობდნენ რამეს, სახელმწიფოც ითხოვდა ვალდებულებების გადავადებას — ხაზარაძის პასუხი შს მინისტრს
თიბისი ბანკის დამფუძნებელი და ანაკლიის კონსორციუმის წევრი მამუკა ხაზარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას კრიტიკის პასუხად ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან გადავადებებით და შეღავათებით სარგებლობდნენ, ანალოგიურად სახელმწიფოც ითხოვდა თავისი ვალდებულებების გადავადებას. მისი თქმით, შეუძლიათ ეს დოკუმენტურად დაადასტურონ.
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ჯარიმა სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია და არავის ეს ჯარიმა არ უპატიებია ჩვენთვის. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტური მიზეზი და ეს არ იყო ჩვენგან გამოწვეული, იყო უამრავი ფაქტორიდან გამოწვეული", — განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა Forbes-ის კვირაში.
ბიზნესმენი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დამოკიდებულება არასწორია. მისი თქმით, კრიტიკა ცალმხრივი არ უნდა იყოს. ამასთანავე ხაზარაძე ამბობს, რომ პრივილეგიებით არასდროს უსარგებლია.
"მე ვარ ახლა სახელმწიფო მოხელე, სახელმწიფო ვარ და შენ პატარა ხარ და მე შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ არ შეგიძლია, ეს არ არის სწორი... მე მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, ვერ ნახავთ ვერცერთ კონტრაქტს, რომელიც ჩვენ პირდაპირი წესით მოგვეყიდა და რომელიც ჩვენ ან აუქციონზე, ან კონკურენციის პირობებში არ მოგვიპოვებია", — აცხადებს ხაზარაძე.
მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარია ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა გახარიამ აღნიშნა, რომ ეს იყო "ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა". შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს პრივილეგიები მას მთავრობამ მიანიჭა.
"უბრალოდ, აიღეთ და შეხედეთ. რამდენჯერ იყო, მაგალითად, გარკვეული ვალდებულებების გადავადება მთავრობაზე გადმოტანილი კონკრეტული კომპანიისთვის. რა არის სხვა პრივილეგია?" — განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ამაში მისი წვლილიც, რადგან ის ეკონომიკის მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი იყო გახარია პასუხობს: "რა თქმა უნდა".
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები