თბილისში იტალიელი და ქართველი არქიტექტორების მონაწილეობით გამოფენა და სემინარი გაიმართება
"იტალიური დიზაინის დღესთან" დაკავშირებით 20 მარტს, 10:00 საათზე, თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა და სემინარი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მიიღებენ.
დიზაინი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის "Vivere All’Italiana" ("იცხოვრე იტალიური ცხოვრების წესით") პოპულარიზაციას ემსახურება. ეს ინიციატივა საელჩოების, საკონსულოებისა და მთელ მსოფლიოში არსებული იტალიური კულტურის ცენტრების მეშვეობით ხორციელდება. იტალიური გამოცდილების გასაზიარებლად, "იტალიური დიზაინის დესპანად" წოდებული ასობით იტალიელი არქიტექტორი, მეწარმე, ჟურნალისტი და დიზაინერი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნებში იტალიური დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
წლევანდელი "იტალიური დიზაინის დღის" თემაა კავშირი დიზაინსა და მომავლის ქალაქებს შორის და დიზაინის როლი (როგორც დარგის, რომელსაც ეკოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება ეკისრება თანამედროვე ქალაქების "ჭკვიან ქალაქებად" გარდაქმნის პროცესში). ეს თემა წლევანდელი, 22-ე საერთაშორისო გამოფენის "Triennale di Milano" და ავეჯის 58-ე საერთაშორისო გამოფენის "Salone del Mobile" მთავარი თემაცაა.
გამოფენა "Italian Architecture Prize 2018", რომელიც სემინართან ერთად გაიხსნება, ღია იქნება მნახველისთვის 2019 წლის 30 მარტამდე.
სემინარი, რომლის სამი ნაწილი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურას, "ჭკვიან ქალაქებსა" და რესტავრაციას ეძღვნება, დაიწყება იტალიის ელჩის ანტონიო ბარტოლის, იტალიის არქიტექტორების ეროვნული საბჭოს წევრის, პროფ. ლივიო საკისა და თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფ. ჯესი ვოგლერისმისასალმებელი სიტყვით.
პირველ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული არქიტექტორები: ფრანჩესკო მანიანი (არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და დიზაინის დარგში მომუშავე საერთაშორისო ბიურო MAP Studio) რამოდენიმე პროექტს წარადგენს, მათ შორის, ვენეციის არსენალის "Torre di Porta Nuova"-ს რესტავრაცია-აღდგენის პროექტს, 2018 წელს იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული ვენეციის ტრამვაის პლატფორმისა და ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს საგამოფენო პავილიონის პროექტებს.
სტეფანო რაგაცო (იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, უკრაინაში, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში განხორციელებული მრავალრიცხოვანი პროექტების ავტორი არქიტექტორების ჯგუფი Orizzontale) თავის მოხსენებაში "საერთო სივრცეთა აგება" მოგვითხრობს კავშირზე ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიზაჟს შორის და, ასევე, ქალაქის მაცხოვრებლებსა და ქალაქის ადმინისტრაციებს შორის ახალი ტიპის თანამშრომლობაზე.
ღონისძიების "არქიტექტურა, დიზაინი და მომავლის ქალაქი" ორგანიზატორია იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის არქიტექტორების, დამპროექტებლებისა და ლანდშაფტის არქიტექტორების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ის იდეები, პროექტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანია ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომავლის ქალაქებზე მსჯელობის ხელშეწყობის კუთხით.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები