ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ შსს შენობის დატოვცების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პასუხი ვერაფერზე ვერ მიიღო. მისივე ცნობით, დღეს, 12 მარტს შსს-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა როგორც საქმის გამომძიებელი და ასევე, შს მინისტრის მოადგილე, მამუკა ჭელიძე.

"კითხვები ძალიან ბევრია, თუნდაც რატომ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება იმ ტელეფონების მხრივ, სისხლიანი ტანსაცმლის ამორებაზე, თუ არ ჩაატარეს, რატომ არ არის დასჯილი, თუნდაც ის გამომძიებელია თუ ვინც არის.. აპირებენ თუ არა მირზა სუბელიანის საქმის გასაჩივრებას", — განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა შედეგს გამოიღებს მაშინ, როდესაც საქმის მასალების სრულად გაცნობის საშუალებას დართავს, როგორც შსს, ასევე პროკურატურა.

"არც ვიცი რატომ მოვედი შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათ ჩემთვის არასდროს არ აუკრძალავთ საქმის მასალების გაცნობა და არასდროს არ მქონია შეფერხება. მე მჭირდება ყველა საქმის მასალა, გამოყოფილი იქნება, გადაყოფილი თუ ძირითადი. ყველა საქმე რომ გაერთიანდება, ერთ ოთახში რომ მოიყრის თავს, გამაგებინებენ და დავიწყებთ საქმის მასალების გაცნობას. ფაქტია, დღეს შსს-ში ტყუილად მოვედი", — აღნიშნა სარალიძემ.