როგორ ავუხსნათ შვილებს, რომ დედა და მამა შორდებიან
ფოტო: Shutterstock
საქსტატის მიხედვით, საქართველოში განქორწინებათა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. კერძოდ, 2012 წლის მონაცემებით განქორწინებათა რიცხვი 7 136 იყო, ხოლო 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 10 222-ს მიაღწია. ბოლო ტენდენციებით, განქორწინებების რიცხვის ზრდა კვლავაც გრძელდება.
განქორწინებისას ბავშვთა უმრავლესობა დიდ სტრესს განიცდის, რასაც თან მოჰყვება მღელვარება, ნერვიულობა, სევდა, გაბრაზება და შოკური რეაქცია. ზოგიერთი მათგანი ამ მდგომარეობიდან მალევე ახერხებს გამოსვლას, თუმცა ხშირად გარდამავალ ეტაპს ართულებს ის, რომ მშობლებს არასტანდარტულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საკმარისი ცოდნა არ აქვთ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რითაც მშობლებს ბავშვების ფსიქიკის დაცვა შეუძლიათ, მათი თანდასწრებით სიმშვიდის შენარჩუნებაა. ოჯახში არსებულმა განხეთქილებებმა ბავშვის დღის რუტინას ხელი არ უნდა შეუშალოს და, საუკეთესო შემთხვევაში, მან ეს ვერც უნდა იგრძნოს. რაც შეეხება კამათის შედეგად დარჩენილ ნეგატიურ ემოციებს, სჯობს, მშობლებმა ისინი არა ბავშვთან, არამედ - პირადი თერაპიის სესიებზე, ან მეგობრებთან საუბრისას გამოამჟღავნოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. ოჯახის დანგრევისას თითოეულმა უნდა ეძებოს მხარდაჭერა არა ბავშვისგან, არამედ - მეგობრებისგან და თავიანთი ოჯახისგან.
როდესაც მშობლები გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულნი არიან, უკვე დროა, ბავშვსაც ესაუბრონ დაშორების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა შემთხვევაში რთული საუბარი იქნება, ბავშვს ამ თემაზე ორივე ოჯახის წევრი უნდა ელაპარაკოს. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს, ტემპერამენტსა და მოწიფულობას. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების დიდი ნაწილი საკუთარ თავს დააბრალებს მათ დაშორებას, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა უკვე უთხრეს, რომ ეს მისი ბრალი არ არის. დანაშაულის შეგრძნება ბავშვებს, განსაკუთრებით კი, მოზარდებს, თვითშეფასებას უდაბლებს. ასე რომ, თუ ასჯერ მოგიწევთ იმის თქმა, რომ ამ განქორწინებაში შვილებს წვლილი არ მიუძღვით, თქვით. ზედმეტი ნამდვილად არ იქნება
რა უნდა ვუთხრათ?
უმჯობესია, თუ შვილებს აუხსნით, რომ დედა და მამა კონკრეტულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან, მათი გრძნობები შეიცვალა, ამიტომაც ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. შეახსენეთ, რომ ამის მიუხედავად, შვილები და მშობლები ცხოვრებისეულად მუდმივად დაკავშირებულნი იქნებიან ერთმანეთთან.
ბავშვებს არ აინტერესებთ ყველა ის მიზეზი, რამაც წყვილი დაშორებამდე მიიყვანა. მათ პირველ რიგში იმის ცოდნა უნდათ, რა გავლენას მოახდენს ეს მათ ცხოვრებაზე.
პატარა ბავშვებთან, მთავარია, მშობლებმა ყველაფრის გამარტივება სცადონ. მაგალითად, ფრაზა: "დედიკო და მამიკო სხვადასხვა სახლში იცხოვრებენ იმიტომ, რომ ამდენი აღარ იჩხუბონ, მაგრამ შენ ორივეს ძალიან გვიყვარხარ." - სწორედ ამ სიმარტივეზე მიუთითებს და გაუგებრობებსაც გამორიცხავს.
რაც შეეხება თინეიჯერებს, სწორედ მათთან არის საჭირო მშობლების ურთიერთობის შესახებ ნელ-ნელა ინფორმაციის მიწოდება, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მათ ისედაც ესმით, რა ხდება სახლში.
როდესაც მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვები დაშორების გამო ბრაზობენ, უმჯობესია, საქციელით აჩვენონ, რომ მათი რეაქციები ესმით. მაგალითად, ფრაზები: "ვიცი, რომ ეს ძალიან გწყინს, იქნებ რამე მოვიფიქროთ ისეთი, რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებს?" ან "ჩვენ, ორივეს, ძალიან გვიყვარხარ და ძალიან ვწუხვართ, რომ ცალ-ცალკე ცხოვრება გვიწევს." - იმის ნათელი მაგალითია, რომ მშობელი ბავშვზე ზრუნვას განაგრძნობს და მის ინტერესებსაც ითვალისწინებს.
რა რეაქციას უნდა ველოდეთ?
ზოგი ბავშვი მღელვარებისას ემოციებს საერთოდ ვერ გამოხატავს.
თუმცა ბევრი ბავშვი ემოციებს საერთოდ ვერ გამოხატავს. მშობლებთან თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგადაა, იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვი გაბრაზებისა თუ სევდის გაცნობიერებაზე უარს ამბობს.
უარეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მდგომარეობა დაშორების შემდგომ პერიოდში ვერ უმჯობესდება, მასში შეიძლება გამოვლინდეს მიდრეკილება დეპრესიისკენ, ან შფოთისკენ. ეს კი იწვევს ძილის, კვებისა და კონცენტრაციის პრობლემებს, განხეთქილებებს სკოლაში, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას, აგრესიულ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, საყვარელი ადამიანებისგან დისტანცირებას, საყვარელი საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგავს და ა.შ. მსგავსი ქცევების გამოვლინებისას აუცილებელია კონსულტაცია ბავშვის ექიმთან ან ფსიქოლოგთან.
მიუხედავად იმისა, თუ რას გამოხატავენ ბავშვები: შიშს, ნერვიულობას თუ შემსუბუქებას მშობლების დაშორების გამო, მათ ყოველთვის უნდათ, იცოდნენ, თუ როგორ შეიცვლება ყოველდღიური ცხოვრება.
მშობელი მზად უნდა იყოს, უპასუხოს შემდეგ კითხვებს:
- ვისთან ერთად ვიცხოვრებ?
- რომელ სკოლაში ვივლი?
- საცხოვრებლად სხვაგან გადავალ?
- სად იცხოვრებენ ჩემი მშობლები?
- სად გავატარებთ არდადეგებს?
- ჩემი მეგობრების ნახვის შესაძლებლობა ისევ მექნება?
- ზაფხულში ისევ შემეძლება ბანაკში წასვლა?
- ისევ გავაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობებს?
იყო გულწრფელი, ხშირად სრულიად არაა მარტივი, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ კითხვებზე სრული პასუხი მშობლებს არ აქვთ. თუმცა მათთვის იმის თქმა, რაც იმ მომენტისთვის იქნება შესაბამისი, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა მშობლის მხრიდან.
ბევრი ბავშვი და მშობელი წუხს იმაზე, რომ ოჯახი ისეთი არ არის, როგორიც მათ წარმოედგინათ. ბავშვებს კი ყველაზე მეტად ორივე მშობლის ერთად ყოფნა, ოჯახური ცხოვრება ენატრებათ. ამიტომაცაა ყველაზე ბუნებრივი მათთვის იმედების ქონა, რომ მათი მშობლები აუცილებლად შერიგდებიან. იმის თქმა, რომ ეს დაშორება "დროებითია", თუ სინამდვილეში გადაწყვეტილება საბოლოოა, გამართლებული არაა.
რჩევები, რომლებიც ბავშვებს სტრესის გადალახვაში დაეხმარება
- იყავი გულწრფელი. ბავშვებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ მათი გრძნობები მშობლებისთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჭირო არ არის, ბავშვმა დაშორების ყველა მიზეზი იცოდეს. როდესაც საუბარია გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდზე, ის შეიძლება ყველა მიზეზის მოსმენით მხოლოდ დაიბნეს და ოჯახში არსებული სიტუაცია ვერ გაიაზროს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისტორიის ლაკონურად თავმოყრა და შესაბამისი ფორმით მიწოდება.
- დაეხმარე შვილებს, გრძნობები სიტყვებში გამოხატონ. ბავშვების ქცევა ხშირად მიანიშნებს სხვადასხვა შეგრძნებას, მაგალითად, სტრესსა და შინაგან მღელვარებას. ყველაზე პრაქტიკული, ამ შემთხვევაში, იმის ცდაა, მათ ლაპარაკი დააწყებინო. მთავარია, კარგი მსმენელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბავშვის საუბარი რთული მოსასმენი იყოს.
- აგრძნობინე, რომ დაშორებით მისი მნიშვნელობა არ იცვლება. აუცილებელია, ორივე მშობელს იგივე ადგილი ეკავოს ბავშვის ცხოვრებაში დაშორების შემდეგ, რაც ერთად ცხოვრებისას ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი მშობლის პასიურობითაც კი, შეიძლება ბავშვმა თავი მეორეხარისხოვნად იგრძნოს და იფიქროს, რომ ის ისე აღარ უყვართ, როგორც - ადრე.
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მთავარია, რომ ბავშვებს ეს რთული ეტაპი როგორმე გავუადვილოთ და ვეცადოთ, მშობლების დაშორებამ მათ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
კომენტარები