რა გეგმა აქვს ქართულ ოცნებას საქართველოში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად
პარტია ქართული ოცნება, საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში, განათლების კუთხით ამომრჩეველს ჰპირდება, რომ აშენდება ადრეული და სკოლამდელი ახალი დაწესებულებები, გაუმჯობესდება ძველი შენობების ინფრასტრუქტურა და ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები, წინასასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.
სასკოლო განათლების ხარისხის ასამაღლებლად, ქართული ოცნება აპირებს, რომ 2017-18 სასწავლო წლიდან ახალი პროგრამები და სახელმძღვანელოები დანერგოს I-VI კლასებში. ასევე, მათივე დაპირებით, გაძლიერდება ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება და სახელოვნებო მიმართულებები.
ქართული ოცნების პროგრამის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებლების საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევს. 2018 წლიდან კი, ხელფასები გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად:
"სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016-19 წლებში განხორციელდება მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამები".
ქართული ოცნება ამომრჩეველს ჰპირდება, რომ 2016-19 წლებში, 100-მდე სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ყველა მათგანი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით იქნება უზრუნველყოფა, ხოლო 37 ათასზე მეტი მოსწავლე საქართველოს რეგიონებში მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის სკოლებს.
საარჩევნო პროგრამის თანახმად, კიდევ უფრო დაიხვეწება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა.
უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, პარტია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვისა და დაფინანსების ახალი, ეფექტური მოდელები და განხორციელდება მეცნიერული კვლევის ინტეგრაცია სწავლების პროცესში.
ქართული ოცნების გეგმით, მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ახალი, ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო სწავლების მოდელი დაინერგება:
"უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად დაფინანსდება 1000-მდე პირი და ხელი შეეწყობა სკოლებში მათ დასაქმებას".
ასევე, მმართველი პარტია საარჩევნო პროგრამით, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება, რომელიც მათივე განცხადებით, წამყვანი რეგიონული ცენტრი გახდება ზუსტი, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური და საინჟინრო მიმართულებით.
რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, ქართული ოცნება გეგმავს რომ დუალური სწავლების მიდგომა დანერგოს, სადაც კადრების მოსამზადებლად სახელმწიფო და საწარმო გაინაწილებენ კომპეტენციებს, პროფესიული განათლების თეორიული და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტების მიმართულებით. ასევე, ქართული ოცნება აპირებს, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იყოს ზრდასრულებისთვისაც.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები