ამერიკული კინოს ლეგენდა, დაიან კიტონი დიდ ეკრანს ახალი ფილმით Poms უბრუნდება.

ფილმის რეჟისორი ზარა ჰეიესია, კიტონთან ერთად კი ფილმში ჯეკი უაივერს, რეა პელრმენს, სელია ვესტონსა და სხვებს.

ფილმის სიუჟეტი 70 წელს გადაცილებული ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გადაწყვეტენ რომ ყოფილი ჩირლ ლიდერის (დაიან კიტონი) ხელმძღვანელობით საკუთარი კლუბი შექმნან და შტატის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

ფილმის პრემიერა 10 მაისს იგეგმება და თუ ტრეილერით ვიმსჯელებთ, წინ ძალიან ემოციური და ამავდროულად სასაცილო ფილმი გველოდება.