ლიონელ მესის ავღანელი ფანი, მურთაზა აჰმადი თალიბანის სამიზნეა — CNN
"ნებისმიერი ბავშვისთვის 7 წლის ასაკში საერთაშორისო დონეზე ცნობადობა რთული სამართავია. ავღანეთში კი ეს შესაძლოა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც კი იყოს", — წერს CNN.
ავღანელი მურთაზა აჰმადი, ლიონელ მესის ყველაზე პოპულარული ფანი 5 წლის ასაკში გახდა, როდესაც მისი სურათი გამოქვეყნდა - მურთაზას პოლიეთილენის პარკი ეცვა, ზედ კი ფლომასტერით მესი ეწერა.
ამბავი უსწრაფესად გავირუსდა და 5 წლის ავღანელმა ბიჭმა ბარსელონას ფეხბურთელისგან საჩუქრად მაისური მიიღო.
მურთაზას ოცნება 13 დეკემბერს აუხდა, როდესაც ის ყატარში, ბარსელონას თამაშზე ჩავიდა და მესის პირადად შეხვდა. მურთაზამ საყვარელ კლუბთან ერთად ფოტოც გადაიღო.
დღეს, აჰმადი ბევრ ადამიანს ახსოვს — ის კი დამალვას ცდილობს და გარბის...
აჰმადის პრობლემები ლიონელ მესისთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ეს არ იყო პაპარაცების ყურადღებითა და მისი ცნობადობით გამოწვეული პრობლემა. ეს პრობლემა თალიბანი იყო, რომელიც ნოემბერში ჯაგორის დასახლებაში შეიჭრა.
"თალიბანი კლავდა ჩვენს ნათესავებს. მისი ჯარისკაცები სახლებს ჩხრეკდნენ და ადამიანებს კლავდნენ. ჩვენ აგვიკრძალეს ფეხბურთის თამაში და სახლიდან გასვლა. მძიმე ტექნიკისა და იარაღის ხმა, ხალხის ყვირილი გვესმოდა", — უთხრა აჰმადიმ CNN-ს.
აჰმადის დედის, შარიქას თქმით, აჰმადი ფაქტობრივად თალიბანის სამიზნე გახდა. მას შემდეგ რაც მურთაზა ლიონელ მესის შეხვდა ჩვენი ოჯახის ცხოვრება გართულდა. არა მხოლოდ თალიბანი, ასევე, სხვა დაჯგუფებებიც ფიქრობდნენ, რომ მესი გვეხმარებოდა და ფულს გვაძლევდა. ჩვენ სკოლაში აღარ ვუშვებდით მას, გვემუქრებოდნენ...", — უთხრა CNN-ს აჰმადის დედამ.
მურთაზას თქმით, მან უთხრა დედას, სადმე სხვაგან წაეყვანა. საბოლოოდ, მათ მამა დაეხმარა ახლომდებარე ქალაქ ბამიანში გადასულიყვნენ.
"ბოლო დღე, როცა მამა ვნახე იყო პირველი დღე, როცა ჩვენ ამ ქალაქში მოვედით. ის უკან დაბრუნდა და ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ძალიან მენატრება. როცა ის ურეკავს დედას, ველაპარაკები ხოლმე".
ქალაქ ბამიანიდან აჰმადი და დედამისი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გადავიდნენ, სადაც ისინი სხვა ლტოლვილებს შორის იმალებიან. მაგრამ მისი დედა თავს ისევ არ გრძნობს უსაფრთხოდ. ეშინია, რომ მის შვილს, მილიონერ ფეხბურთელთან კავშირის გამო, გაიტაცებენ.
"უკეთესი იქნებოდა, მურთაზა ცნობილი არ გამხდარიყო. ახლა ჩვენი სიცოცხლე რისკის ქვეშაა. ის მთელ თავის დროს სახლის კედლებში ატარებს",— ამბობს აჰმადის დედა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები