ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სახლი გაძარცვეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარის გამო სახლში მყოფ ქალს მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა. მათივე ცნობით, ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.