რა წერია სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტში
სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში განისაზღვრება და დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯაროდ, დარეგულირდება. საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება შრომის კოდექსს, სახალხო დამცველის შესახებ კანონს, სამოქალაქო საპროცესოსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს. კანონოპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.
სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობებისას
შრომის კოდექსი იცნობს შევიწროების ტერმინს, თუმცა არ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას. ცვლილების მიხედვით, კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება:
"სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს".
სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
პროექტში განმარტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.
ადმინისტრაციულ კოდექსში განისაზღვრება სექსუალური შევიწროების ცნება საჯარო სივრცეში, რაც ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და განსაზღვრავს სანქციებს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინსტროს წარმომადგენლები შეადგენენ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამის ოქმს, საბოლოო გადაწყვეტილებას, სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით, მიიღებს სასამართლო.
სანქციები
- სექსუალური შევიწროება — საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით;
- იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
ცვლილება სახალხო დამცველის საქმიანობაში
სექსუალური შევწიროების შემთხვევის წინააღმდეგ დაზარალებულს ორი მექანიზმი აქვს: მიმართოს სახალხო დამცვველს ან სასამართლოს. სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს და თავისი მანდატის ფარგლებში, ფიზიკური თუ იურიდიული პირის, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტის მიმართ გამოსცემს რეკომენდაციას. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ომბუდსმენი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება, თუ მათ არ გაიზიარეს ან არ უპასუხეს მის რეკომენდაციას.
სახალხო დამცველი ასევე უფლებამოსილი იქნება თავის ანგარიშებში მიუთითოს დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია. ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, კანონით ვალდებული იქნება განიხილოს რეკომენდაცია და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს შედეგები ომბუდსმენს.
2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისის მეტროს სადგურებში შევიწროების ყველაზე ხშირი სახე იყო სექსუალური კომენტარი/ხმა (31%), შეხება (38%), მიწოლა/სხეულზე ხახუნი (14%), საკუთარ სასქესო ორგანოებზე შეხება, დისკომფორტის შექმნის მიზნით (6% )და სხვა (14%). ყველაზე ხშირად სექსუალურ შევიწროებას რესპონდენტები საღამოს საათებში განიცდიდნენ - 65,6%.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები