საქართველოს პრეზიდენტის დაგროვებითი პენსია 2018 წელს საფრანგეთში 39 847,55 ევრო იყო. ამის შესახებ მან საჯარო მოხელის დეკლარაციაში მიუთითა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ეს თანხა ზურაბიშვილმა გასულ 12 თვეში ჯამურად მიიღო, რაც თვეში 3 321 ევროა.

პრეზიდენტმა თავის პირველ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ის უარს ამბობდა საქართველოში თანამდებობრივ სარგოზე და ფრანგული პენსიით იცხოვრებდა. On.ge-მ ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თანხის დაკონკრეტება სთხოვა, თუმცა უწყებაში უარი თქვეს.

ზურაბიშვილის სხვა შემოსავლები 2018 წელს

  • პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა — 55 128 ლარი;
  • პრეზიდენტის თანამდებობა — 2 891 ლარი
  • ბინის გაქირავება — 29 000 ევრო.

დეკლარაციის შევსების დროს [30.01.2019] ანგარიშზე არსებული თანხა

  • საქართველოს ბანკი — 35 594 დოლარი;
  • საქართველოს ბანკი — 9 016 ლარი;
  • საქართველოს ბანკი — 2 811 ევრო.
  • Société Générale Paris — 79 467 ევრო.

უძრავი ქონება

  • სახლი — თბილისი (126 მ²);
  • მიწის ნაკვეთი — თბილისი (235 მ²);
  • ბინა — პარიზი (60 მ²).