მთავარია, სისტემიდან წავიდეს "კლანი", რომელმაც ეს სია შექმნა — გიგაური მოსამართლეების სიაზე
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ მოსამართლეების მიერ უზენაეს სასამართლოს კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა საზოგადოებრივი პროტესტის შედეგია. თუმცა ის აღნიშნავს, რომ მთავარი მოთხოვნაა სისტემიდან წავიდეს "კლანი", რომელმაც ეს სია შექმნა.
"საზოგადოების პროტესტი, ასევე, უკავშირდება კონკრეტულ მოსამართლეებს და პროტესტი უნდა გაგრძელდეს. მთავარი მოთხოვნა უნდა შესრულდეს იქამდე, სანამ ჩვენ კრიტერიუმებსა და ახალ სიაზე ვისაუბრებთ", — აღნიშნა ეკა გიგაურმა On.ge-სთან საუბრისას.
გიგაურის ფიქრობს, კრიტერიუმების შედგენის შემდეგ, შესაძლოა, იუსტიციის საბჭოს ახალ სიაში იგივე ადამიანები ან მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები ვიხილოთ:
"პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეების არჩევს გარკვეული კრიტერიუმი გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა უვადოდ დაინიშნა ჩინჩალაძე და მურუსიძე. ეს კრიტერიუმები საბჭოს წევრების შეფასებით მათ დააკმაყოფილეს. წარმოიდგინეთ, ახალი კრიტერიუმები რომ იქნება, ასევე, დააკმაყოფილებენ ეს ადამიანები. გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კლანის წევრები".
გიგაური ფიქრობს, რომ სახელმწიფომ და ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინო და სასამართლოს შიგნით შეწყვიტონ ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძიე კლანის მხარდაჭერა.
დღეს, 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათივე კანდიდატმა პარლამენტს მოუწოდა, მათი კანდიდატურები არ განიხილონ. საერთო განცხადებაში მოსამართლეობის კანდიდატები არაჯანსაღს უწოდებენ იმ კრიტიკას, რომელიც მათ წინააღმდეგ გამოითქმებოდა, მათ შორის პარლამენტში.
დაპირისპირება მოსამართლეების გარშემო
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს წარადგინა. სიას მხარს არ უჭერდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ისინი და სამოქალაქო სექტორი მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატს ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ.
საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების სია და ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება დაპირისპირების მიზეზი გახდა მმართველ პარტიაში. წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა, კომიტეტს მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მისთვის მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
ბესელიამ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის "დანაშაულებრივ რეჟიმს" უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები