წინასაახალწლოდ მაკოლეი კალკინის მონაწილეობით გადაღებულ ფილმს მარტო სახლში ყველა უყურებს

მათ შორის ისეთი ვარსკვლავიც, როგორიც სეთ როგანია

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მსახიობმა მხოლოდ წლების შემდეგ აღმოაჩინა ფილმის შესახებ ერთი, აქამდე უცნობი დეტალი

.... აღმოაჩინა, რომ "დიდების" ფილმი Angels With Filthy Souls, რომელსაც კევინი უყურებს, სინამდვილეში არა რეალური ფილმი, არამედ სპეციალურად Home Alone-სთვის გადაღებული სურათია

აღმოჩენის შესახებ სეთმა ტვიტერზეც დაწერა და საკუთარი გაოცება ფანებს გაუზიარა:

"მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, რომ ფილმი რომელსაც კევინი უყურებს რეალური ძველი ფილმი იყო", - წერს სეთი

გაირკვა, რომ როგანი არ იყო ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც ამ აღმოჩენით "ცხოვრება დაენგრა"

საკუთარი გაოცება კაპიტანმა ამერიკამ, კრის ევანსმაც გამოხატა

"არ არის????", - წერს ევანსი ტვიტერზე

აი, ასე დაუმსხვრია სეთ როგანმა კრის ევანსს Home Alone-თან დაკავშირებული მითი ერთ წამში