ემზარ კვიციანი: ხშირად არის ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი, და კაცებზე არ ძალადობენ ქალები?
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
"ხშირად არის ხაზგასმა იმაზე, რომ აი, ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები?" — ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ეზმარ კვიციანმა ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა. კომიტეტზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი განიხილებოდა.
სხდომაზე კვიციანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახლა განქორწინება ადვილია და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა "ოჯახები არ ინგრეოდეს".
"ქალებზე ძალადობა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული? აბა, რას ჩავჩიჩინებთ მაგას? ან საერთოდ, რატომ არ ვუკრძალავთ ტელევიზიებს... ვინც კი უყურებს რუსთავი 2-სა და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90 პროცენტს ოჯახები აქვთ დანგრეული... მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა", — განაცხადა კვიციანმა.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება ქართულ მხარეს დოკუმენტის მე-18 მუხლის საფუძველზე აკისრია.
აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა პარლამენტში ომბუდსმენის წარმომადგენელი, თათული თოდუა. როგორც მან On.ge-ს განუცხადა, სხვადასხვა დისკუსიებში ხშირად ისმის, რომ კაცებიც არიან მსხვერპლები. მისივე თქმით, საქართველოში არსებული პატრიარქალური კულტურა განაპირობებს იმ რეალობასა და სტატისტიკას, რაც ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებობს.
"ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, უმრავლეს შემთხვევაში, არიან სწორედ ქალები. არის გამონაკლისის შემთხვევებიც, თუმცა ფაქტია, რომ ის პატრიარქალური კულტურა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში იწვევს საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის შემთხვევებს. როდესაც ადამიანები სვამენ ამ კითხვებს, რატომ ვსაუბრობთ ქალთა ძალადობაზე, მათ ავიწყდება, რა ტიპის კულტურაში ვცხოვრობთ", — ამბობს ომბუდსმენის წარმომადეგენელი.
მისივე თქმით, თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით სჯობს ისინი მოვისმინოთ, ვიდრე "პოლიტკორექტულობის საფარქვეშ დავმალოთ", რადგან მათ პასუხი უნდა გაეცეს.
"მესმის, ზოგადად, ის გაკვირვება, რომელიც მოჰყვება, ასეთი შეკითხვების დასმას პარლამენტის წევრების მხრიდან. მათ მიმართ ბუნებრივია, სხვა მოლოდინია, რომ მათ უკეთესად ესმით ქვეყანაში არსებული რეალობა, რომ პარლამენტის წევრის ინფორმირებულობა უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ ასეთი ტიპის შეკითხვები მათი მხრიდან არ იყოს", — განუცხადა თოდუამ On.ge-ს.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები