22 დეკემბერს, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი ქალბატონებს გინეკოლოგიური მიმართულებით უფასო კონსულტაციებს შესთავაზებს.

ასევე, აქციის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ ექოსკოპიური კვლევა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით (25-დან 60 წლამდე) საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი (პაპ ტესტი).

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

აჭარის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი. საკონტაქტო პირი: 593 207 211.