You’ve Got Mail ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი რომანტიკული კომედიაა, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდის ლეგენდები - ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა 1998 წელს შედგა და მალევე გახდა წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სურათი, რომელმაც შემოსავლის სახით $250 მილიონზე მეტი დააგროვა.

სიუჟეტი კეტლინ კელისა (მეგ რაიანი) და ჯო ფოქსის (ტომ ჰენქსი) გარშემო ვითარდება. მათ ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს. მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში მათ ერთმანეთი არ ჰყავთ ნანახი, ეს სულაც არ უქმნით პრობლემას, პირადულ საკითხებში ჰკითხონ აზრი ერთმანეთს.

ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც კეტლინის წიგნების მაღაზიასთან ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს კომპანია დიდ სავაჭრო ცენტრსა და წიგნის სახლს ააშენებს.

ამ საკულტო ფილმის გამოსვლიდან უკვე 20 წელი გავიდა. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან მსახიობები დღეს:

მეგ რაიანი

ტომ ჰენკსი

გრეგ კინერი

სტივ იანი