ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ლონდონში გამართულ Fashion Awards 2018-ზე წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვა.

დემნა გვასალია დაჯილდოებას ვერ დაესწრო, მისი სახელით ჯილდო კი ფრანგული ვოგის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა კარინ როიტფელმა მიიღო.

ამავე ნომინაციაში, დემნა გვასალიასთან ერთად წარდგენილნი იყვნენ გუჩის, პრადას, დიორისა და ლუევეს დიზაინერები.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, ცერემონიაზე წლის საუკეთესო ბრენდად გუჩი დაასახელეს, წლის საუკეთესო დიზაინერად კი პიერპაოლო პიჩოლი ვალენტინოდან.