სან დიეგოს უნივერსიტეტმა კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადობისთვის კარიერული განვითარების ცენტრის საქმიანობისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითების გაცნობაა, რომლის დანერგვასაც უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს.
ღონისძიებაზე კერძო სექტორისა და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის წარჩინებული და სოციალურად დაუცველ სტუდენტები სასწავლო სტიპენდიებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისადა სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ბიზნეს სექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სხვა კომპანიებთან ერთად ჯილდო სტუდენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გადასცა. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უნივერსიტეტის ათ წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა. სწავლის საფასურის დაფინანსებასთან ერთად კომპანია სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.
სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP), ფონდი ქართუს, საქართველოს ბანკის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG), სილქნეტის, GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლები.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები