საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებისთვის ახალი არჩევითი კურსი თავდაცვა და უსაფრთხოება მომზადდა. უწყების განმარტებით, საგნის სწავლების მიზანი ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდაა.

სამინისტროს ცნობითვე, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავად თავდაცვის სამინისტრომ მიერ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო. წიგნში სხვა თემებთან ერთად, აგვისტოს ომი ცალკეა შეტანილი. ამასთან, მოთხრობილია საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების შესახებ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ.