რუსეთის მიერ ძალის გამოყენებას გამართლება არ აქვს — დიდი შვიდეულის ქვეყნები ქერჩის კრიზისზე
დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებმა ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენები დაგმეს და განაცხადეს, რომ ამის გამო დიდ შეშფოთებას გამოხატავენ. მათი განცხადება ბუენოს-აირესში დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად გამოქვეყნდა. სსამიტში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.
მათივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ საბრძოლო ძალის გამოყენებას არანაირი გამართლება არ აქვს:
"ჩვენ მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, საერთაშორისო სამართლის სათანადო პატივისცემისკენ და სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილებისკენ. მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს დაკავებული ეკიპაჟი და გემები, ასევე, ქერჩის სრუტეში კანონიერი გადაადგილების შეზღუდვისგან თავი შეიკავოს.
ქერჩის კრიზისი
25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან რამდენიმე დაჭრილი და მძიმედ დაშავებულია.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ.
რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან.
26 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
საომარი მდგომარეობა რუსეთის საზღვართან მდებარე 10 რეგიონში გამოცხადდა და 30 დღე გაგრძელდება. საომარი მდგომარეობა არ გულისხმობს საომარი მოქმედებების წარმოებას. პოროშენკოს განცხადებით, უშიშროების საბჭომ მას 60-დღიანი ვადა შესთავაზა, თუმცა უარი თქვა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები დაასახელა.
როგორც პოროშენკომ განმარტა, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეების უფლებების რაიმე სახით შეზღუდვას. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობა ხელს არ შეუშლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას.
საომარი მდგომარეობის პერიოდში 16-დან 60-წლამდე რუსეთის მოქალაქე კაცებს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გამონაკლისი იქნება ჰუმანიტარული ხასიათის მგზავრობები, მათ შორის, დაკრძალვაზე დასწრება.
საერთაშორისო გამოხმაურება
ქერჩი განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. რუსეთის მიერ თავდასხმიდან მალევე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ ევროპამ თავდაცვისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, ევროპა აშშ-ს ვაჭრობისთვის იყენებს და შემდეგ თავდაცვისთვის საჭირო თანხებს არ იხდის.
გარდა ამისა, ქერჩში განვითარებული მოვლენების გამო აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან პირველ დეკემბერს არგენტინაში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხრისტია ფირლანდმა ტვიტერით მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ტყვეები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო გადაადგილება.
ესტონეთმა რუსეთს მიმართა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინული გემები. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის თავდასხმაზე "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.
რუსეთის აგრესია დაგმო პოლონეთმაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ხელყოფის გარდა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვია.
ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომ მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა საერთაშორისო სამართლის დარღვევა დ გაეთავისუფლებინა დაკავებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აღნიშნულ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის გემებზე თავდასხმა ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც უკრაინა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. მისივე თქმით, რუსული მხარე მოუწოდებს კიევის "დასავლურ სპონსორებს" რომ დაამშვიდონ ისინი, ვინც ამ ინციდენტიდან პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები