თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას დედა-შვილს ეძებენ. ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, დედა-შვილს დაახლოებით 2 საათია ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ წუთებში ნგრევის შედეგად ჩამოვარდნილი ფილების ამოსაღებად ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

ზემო ფონიჭალაში რამდენიმე საათის წინ, სავარაუოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.