გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურლებს პარტია ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი წარუდგინა. პრემიერმა მათ ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო:

"ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში" - განაცხადა კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

ვალერი გელაშვილი ხაშურში უკვე მეოთხედ იყრის კენჭს.

ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ჩვენ 8 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ" - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.