სიდა: ომბუდსმენის დასკვნაში აღწერილი შემთხვევები ორგანიზაციისთვის სამწუხარო და მიუღებელია
ფოტო: პირველი არხი
არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა აცხადებს, რომ ზვიად დევდარიანის საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნაში აღწერილი შემთხვევები ორგანიზაციისთვის სამწუხარო და მიუღებელია. ასე გამოეხმაურა სიდა სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენმა ზვიად დევდარიანის მიმართ სექსუალური შევიწროვება დაადგინა.
"ორგანიზაციისთვის სამწუხარო და მიუღებელია დასკვნაში აღწერილი შემთხვევები და სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ ქალებს, ვისი უფლებებიც დაირღვა.აქვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზვიად დევდარიანი აღარ მუშაობს სიდაში და არ აქვს კავშირი ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან 2018 წლის მარტიდან", — ნათქვამია განცხადებაში.
სიდას ცნობით, მათთვის მიუღებელია ყველა სახის ძალადობა, მათ შორის, სექსუალური შევიწროება, რადგან ეს ეწინააღმდეგება სიდას მისიას, ღირებულებებსა და სამუშაო გამოცდილებას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
"ვაცნობიერებთ, რომ როგორც ორგანიზაციას, რომელიც წლებია მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად, გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები, ბენეფიციარები, და სხვა დაინტერესებული მხარეები სექსუალური შევიწროებისგან და სხვა სახის ძალადობისგან. სწორედ ამიტომ, სიდამ გადადგა დამატებითი ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო დაეხვეწა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი; გადაამზადა თითოეული თანამშრომელი აღნიშნული მიმართულებით; ასევე, გააძლიერა მუშაობა ორგანიზაციის პარტნიორებთან სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით", — აცხადებენ სიდაში.
ზვიად დევდარიანის საქმე
17 მარტს ქალთა მოძრაობამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე და სიდას ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საქმეზე გამოძიება შსს-მ ადევნების მუხლით დაიწყო.
ამის შემდეგ დევდარიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართა და 11 პირს უჩივლა. დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ 11 პირიდან მხოლოდ რვა პირის ვინაობას დაასახელებენ, ხოლო მისი თქმით, სავარაუდო მსხვერპლების ვინაობას არ გაამხელენ.
ზვიად დევდარიანმა უჩივლა:
- ბაია პატარაიას - კავშირ საფარის ხელმძღვანელი;
- იდა ბახტურიძეს - ქალთა მოძრაობის წევრი;
- თამარ ჩერგოლეიშვილს - ონლაინგამოცემა ტაბულას დირექტორი;
- ნინო დანელიას - ილიაუნის პროფესორი;
- თამარ ყურაშვილს;
- თამარ კაკაბაძეს - ევროპული საქართველოს წევრი;
- ეკატერინე ონიანსა;
- გაბუნიას განმარტებით, მოწმის სახით და არა მოპასუხედ დაიკითხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე.
ამავე თემაზე:
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
კომენტარები