კახა კახიშვილის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
"ვერ დავადასტურებ სატელეფონო ფორმატით იყო თუ არა პრემიერმინისტრისთვის ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში ინფორმაცია არ ყოფილა," — ამის შესახებ ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახა კახიშვილმა პროკურატურაში გამოკითხვის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
"როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში დაბარებული ვიყავი დაკითხვაზე ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. გამოძიებას აინტერესებდა იყო თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმირებული ამ მოსალოდნელ საფრთხეებზე ან გადაწყვეტილების მიღებასთან. მე ვუპასუხე როგორც იყო — საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად არ ყოფილა [ინფორმირებული] მეტიც, არცერთ სამუშაო თათბირზე, რომელიც ჩემი მონაწილეობით მიმდინარეობდა, ეს საკითხი არ განხილულა",- განაცხადა კახიშვილმა. კომენტარს IPN ავრცელებს.
კახიშვილის განცხადებით, მაშინდელი პრემიერის მამუკა ბახტაძის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, არცერთი უწყებიდან ადმინისტრაციაში კორესპონდენცია არ შესულა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კორესპონდენცია პრემიერმინისტრის ინფორმირებულობის მიზნით, ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. ვერ დავადასტურებ სატელეფონო ფორმატით იყო თუ არა პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში ინფორმაცია არ ყოფილა.
თუ ნახავთ არქივებს, ეს საკითხი 29-ში [აგვისტო] გახმაურდა, ხოლო 2-ში [სექტემბერი], ფაქტობრივად 3 დღეში, მამუკა ბახტაძე გადადგა. ბახტაძემ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. თუმცა გადადგომამდე 1 კვირის წინ, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ვიცოდით, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა, შესაბამისად, პრემიერი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეტიც, რადგან ბახტაძე თვლიდა, რომ უნდა გადამდგარიყო, აგვისტოს მეორე ნახევარში მთავრობის სხდომებიც არ ჩატარებულა. 29-ში რომ გახდა ცნობილი და 2-ში თანამდებობას ტოვებს, რა რეაგირება უნდა მოეხდინა მას?!",- განაცხადა მან. [IPN]
რაც შეეხება თავად კახიშვილს, როგორც თავად ამბობს, "ამის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო და სხვა ფორმატით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღია".
შეგახსენებთ, პროკურატურის ცნობით, დაწყებული გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება". წყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სამი დღის წინ ამ საქმეზე სანქცირებული ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკითხა, ხოლო გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით მეორედ დაიბარეს.
ასევე იხილეთ:
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც იქ მდგომარეობა დაიძაბა
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა "ესკალაციის საფრთხე იყო"
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- კახაბერ ქემოკლიძის თქმით, გამოძიების დაწყებით გიორგი გახარიას განეიტრალება სურთ
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
კომენტარები