რამდენი ადამიანი გადაურჩა ტიტანიკის ჩაძირვას — რას ამბობენ მკვლევრები

ფოტო: US National Archives at College Park
1912 წელს, ტიტანიკის პირველ რეისზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, დაახლოებით 2 223 მგზავრი იმყოფებოდა. მისი ჩაძირვა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო კატასტროფად ითვლება, რომელსაც დაახლოებით 1 517 ადამიანი შეეწირა.
იმის მიუხედავად, რომ ტიტანიკმა უამრავი ჟურნალის, კვლევისა და გამოძიების ყურადღება მიიპყრო, მგზავრებისა და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დეტალური მონაცემები დღემდე მიუწვდომელია. ზემოთ ნახსენები რიცხვები აღებულია აშშ-ის სენატის მოკვლევიდან ტიტანიკის ჩაძირვის შესახებ, რომელიც 1912 წლის მაისში, კატასტროფიდან რამდენიმე კვირის შემდეგ წარუდგინეს საზოგადოებას.
ბრიტანულმა გამოძიებამ, განსხვავებული მონაცემები გააჟღერა. მათი აზრით, გემზე 2 201 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან დაახლოებით 1 500 მგზავრი დაიღუპა და დაახლოებით 701 გადარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების სტატისტიკა ოდნავ განსხვავდება, ისინი მაინც ერთსა და იმავე ზოგად დიაპაზონშია მოქცეული. საინტერესოა, რომ ორივე მოკვლევამ შეისწავლა დემოგრაფიული მახასიათებლები და აქაც თითქმის ერთნაირი შედეგები დაფიქსირდა.
ტიტანიკის ყველა გადარჩენილმა სიცოცხლე სამაშველო ნავების წყალობით შეინარჩუნა, რომლებიც გემის ჩაძირვის დაწყებიდან მალევე გაუშვეს წყალში. განგაშის სიგნალმა ერთადერთ გემამდე — RMS Carpathia-მდე — მიაღწია, რომელმაც ნავებიდან დაახლოებით 700 მგზავრი აიყვანა და გადაარჩინა.
სამწუხაროდ, გემზე არ იყო ყველასთვის საკმარისი სამაშველო ნავი. გემის მთავარმა დიზაინერმა, ალექსანდრ კარლაილმა, თავდაპირველად 48 ნავის დამონტაჟება დააპირა, მაგრამ ეს რიცხვი ესთეტიკური მიზეზების გამო შემცირდა — როგორც ჩანს, ბევრი ნავი გემბანს ზედმეტად გადატვირთულს აჩენდა. საბოლოოდ, ტიტანიკი 20 სამაშველო ნავით აღიჭურვა, რაც მხოლოდ 1 178 ადამიანისთვის იყო საკმარისი.
აღსანიშნავია, რომ გადარჩენის შანსები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბილეთის ფასთან. როგორც ჩანს, უპირატესობა უფრო მეტად პირველი კლასის ბილეთების მქონე მგზავრებს ენიჭებოდათ. დეტალურად არის დოკუმენტირებული, რომ გემის კაპიტანმა გასცა მკაფიო ბრძანება "ქალები და ბავშვები პირველ რიგში", რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მათი გადარჩენის ალბათობა.
ბრიტანული სტატისტიკის მიხედვით, ქალებიდან პირველი კლასის ბილეთის მქონე 97%, მეორე კლასის 86%, ხოლო მესამე კლასის მხოლოდ 46% გადაურჩა ტრაგედიას. გემზე მყოფი ყველა ბავშვი გადარჩა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 2 წლის კანადელი გოგონა სახელად ლორეინ ელისონი დაიღუპა, თუმცა მისი ვინაობა დღემდე დაუზუსტებელი რჩება.
რაც შეეხება კაცებს, პირველი კლასის ბილეთის მქონე ზრდასრული კაცების გადარჩენის მაჩვენებელი სულ რაღაც 32% იყო. ყველაზე მეტად დაზარალებული ჯგუფი მეორე კლასის ბილეთიანი კაცებია, რომელთაგან მხოლოდ 8% გადარჩა. მესამე კლასის ბილეთიან კაცებს ოდნავ უკეთესი შანსები ჰქონდათ და მათი გადარჩენის მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა.
ტიტანიკთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კითხვაა, თუ რატომ ვერ ხერხდება ჩაძირვის ადგილას სულ მცირე 700 ადამიანის ნეშტის პოვნა. ეს ფაქტი განსაკუთრებით კონსპირაციული თეორიების მოყვარულებს აწუხებთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე რაციონალური ახსნა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ნამსხვრევების უკიდურესად მიუღწეველი მდებარეობაა.
კომენტარები