წინასაარჩევნო ხრიკია, რომელსაც არავინ დაიჯერებს — გოცირიძე კანაფის კანონპროექტის გაწვევაზე
ფოტო: On.ge
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გამოთხოვა ამომრჩევლის მოტყუებაა და არჩევნების შემდეგ მთავრობა კანონპროექტს ისევ პარლამენტში დააბრუნებს.
დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ამომრჩევლის ხმების შემოკრებას ცდილობს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ორ კანდიდატს შორის 400 000-იანი სხვაობის აღმოფხვრას ვერ შეძლებს.
"კანაფის კონტროლის კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ დიდი ტანჯვის შემდეგ მიიღო. პრეზიდენტის არჩევიდან გარკვეული პაუზის შემდეგ ამ კანონპროექტს ისევ უკან დააბრუნებენ. ამ იდეაზე ბიძინა ივანიშვილი ისე არის ჩაციკლული, რომ არ მოეშვება. გუშინაც კი პარლამენტის ბიუროზე, როცა დეპუტატთა რაღაც ჯგუფმა ამ კანონის გაწვევის საკითხი დასვა, პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან დაიტუქსნენ", — განაცხადა რომან გოცირიძემ On.ge-სთან საუბრისას.
დეპუტატი აცხადებს, რომ მთავრობა კანონპროექტის გაწვევაზე არ ფიქრობდა, იქამდე სანამ არ მიხვდნენ, რომ წინასაარჩევნოდ დამაზარალებელი იქნებოდა.
"მიმართეს ასეთ ხრიკს, მაგრამ ამას არავინ იჯერეს. წინასაარჩევნოდ ბევრ რამეზე დაიხიეს უკან, თუნდაც საბანკო რეგულაციების საკითხი. ეს ორი მაგალითია და კიდევ სხვა კანონპროექტები, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეჩერებულია, მაგრამ ეს ხელისუფლებას ვერ უშველის. ამ არჩევნებში გამარჯვების ერთადერთი საშუალება ტოტალური გაყალბებაა, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ", — განაცხადა რომან გოცირიძემ.
გადაწყვეტილებები მეორე ტურის წინ
28 ოქტომბრის შედეგების შემდეგ მმართველმა გუნდმა "შეცდომების გამოსწორებაზე" დაიწყო საუბარი. მეორე ტურისთვის მოსამზადებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ.
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმების ნაკლებობა დეპუტატებმა სხვადასხვანაირად ახსნეს. მაგალითად, დეპუტატი კარლო კოპალიანი მიიჩნევს, რომ თუ "ხალხს მოეფერებიან" და მათი პრობლემებით დაინტერესდებიან, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ.
გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმეტესობამ უკმაყოფილება გამოხატა მმართველი გუნდის პოლიტიკის, კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის და არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
კიდევ ერთ მიზეზად კანაფის კულტივაციის კანონპროექტი დასახელდა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი ითხოვდნენ, რომ კანონპროექტი უკან გაწვეულიყო. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდნენ და კანონი უკან გაიწვიეს.
კიდე ერთი ინიციატივა, რომელიც მეორე ტურის წინ მმართველმა გუნდა დააანონსა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვაა. კობახიძის თქმით, იმსჯელებენ ცვლილებებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეზღუდავს.
საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.
დოკუმენტი 131 გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე 10 კანონში გამოიწვევდა ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.
კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა. პარლამენტში კანონპროექტის უკან გაწვევაზეც მსჯელობდნენ. ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები