ნუვვუაგიტუქის მწვანე ქანების სარტყელის უფრო დეტალურმა კვლევამ გაამყარა კანადას მტკიცება, რომ მის ტერიტორიაზე კლდე ჰადესის ეონის პერიოდით თარიღდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კანადაში დედამიწაზე უძველესი კლდეა.

ტექტონიკური პროცესები, ვულკანური აქტივობა და ზედაპირის ეროზია განუწყვეტლივ ცვლის დედამიწის ქერქს. სწორედ ამიტომ, თავდაპირველი ქერქი, რომელიც პირველყოფილი მაგმური ოკეანიდან წარმოიქმნა, თითქმის სრულად დაკარგულია. შესაბამისად, უძველესი ქანების ზუსტი დათარიღება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მიუხედავად ამისა, ნუვვუაგიტუქის მწვანე ქანების სარტყელი, რომელიც ჰადსონის ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, უძველესი კლდის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ კლდე მინიმუმ 3.77 მილიარდი წლის იყო, თუმცა არსებობდა ვარაუდები, რომ ის მეტისაცაა. ამ პერიოდში დედამიწა იმდენად ცხელი იყო, რომ ქანების წარმოქმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.

ფოტო: Jonathan O’Neil

კანადელები ამ ადგილით ამაყობენ, თუმცა ნუვვუაგიტუქის სარტყლის ნამდვილ ასაკზე საუბარი მხოლოდ ეროვნულ სიამაყეს არ ეხება. ახალი კვლევის თანახმად, ჰადესის ეონი მართლაც უძველესი კლდის ნიმუშებს ინახავს.

ამ საკითხში უკეთ გარკვევა ოტავას, ქარლეტონის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მდგრადი განვითარების ჯგუფის მეცნიერებს სურდათ.

სარტყლის ასაკის ადრინდელი შეფასებები დაფუძნებული იყო ნეოდიმიუმ-142-ისა და ნეოდიმიუმ-144-ის რადიოიზოტოპების შეფარდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთი ელემენტია, ამ იზოტოპებს განსხვავებული წარმოშობა გააჩნია: Nd-142 წარმოიქმნება სამარიუმ-146-ის ალფა-დაშლის შედეგად. 4 მილიარდ წელზე ახალგაზრდა ქანებში ნეოდიმიუმის ამ ორი იზოტოპის შეფარდება სტაბილურია, ხოლო უფრო ძველ ქანებში შეფარდება იცვლება, რაც დამოკიდებულია სამარიუმის კონცენტრაციაზე.

მეორე მხრივ, ეს დასკვნა ეჭვქვეშ დადგა ალტერნატიული მოდელის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ქანები გამდიდრებული იყო მანტიის დანარჩენი ნაწილიდან იზოლირებული მასალით.

ფოტო: Wikimedia Commons

კვლევის ავტორებმა ნუვვუაგიტუქის მწვანე ქანებში შეჭრილი მაგმური მასალების იზოტოპური ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მათი ასაკი დაახლოებით 4.16 მილიარდი წელია. იმის გამო, რომ ეს აუცილებლად უფრო გვიანდელი უნდა იყოს, ვიდრე თვითონ ქანები, მონაცემი მხარს უჭერს მათ ჰადეანურ (უძველეს) წარმოშობას.

ჩვენ გვაქვს კრისტალები, რომლებიც ამ პერიოდით თარიღდება, თუმცა, ეს არის პაწაწინა ცირკონები, რომლებიც დიდი ხნის წინ გამოეყო თავიანთ თავდაპირველ ქანებს.

კვლევა ჟურნალში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.