ანა ვინტური Vogue-ს ტოვებს: მოდის ლეგენდის 5 დაუვიწყარი მომენტი
ანა ვინტური — ქალი მუქი სათვალეებით, უცვლელი ვარცხნილობითა და უტყუარი ინტუიციით, არაერთი ათწლეულის განმავლობაში იყო მოდის სამყაროს სიმბოლო და წამყვანი ძალა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მოდის ჟურნალის, Vogue-ის მთავარ რედაქტორად ის 1988 წელს დაინიშნა და მას შემდეგ 37 წლის განმავლობაში უწყვეტად მართავდა გამოცემას, რომელიც მხოლოდ ჟურნალზე გაცილებით მეტი იყო — ანა ვინტურმა Vogue გლობალურ კულტურულ კომპასად აქცია.
26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ვინტური ტოვებს თავისი ბრწყინვალე კარიერის უმნიშვნელოვანეს პოზიციას. ეს გადაწყვეტილება მოდის ინდუსტრიისთვის ისტორიულია — სრულდება ეპოქა, რომელმაც გვაჩვენა, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მთლიანად გარდაქმნას სარედაქციო პოლიტიკა, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ გემოვნებაზე და ახალბედა დიზაინერებისგან სუპერვარსკვლავები შექმნას.
მისი კარიერა სავსეა გამორჩეული მომენტებით — ზოგი მათგანი გაბედული რედაქტორული ნაბიჯია, ზოგი კულტურულ ფენომენად ქცეული ქმედება. გთავაზობთ ანა ვინტურის კარიერის ყველაზე სახასიათო მომენტებს:
1988: ანა ვინტური Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდა
ფოტო: Vogue
1988 წელს ანა ვინტური დაინიშნა ამერიკული Vogue-ის მთავარ რედაქტორად — ეს მოვლენა თანამედროვე მოდის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად ითვლება. იმ დროისთვის ჟურნალის მთავარ კონკურენტად Elle მიიჩნეოდა და საჭიროებდა სუფთა ხედვას. ვინტურმა თავისი სარედაქციო სტილით, რომელიც მაღალი მოდისა და ქუჩის სტილის გაბედულ შერწყმას ეფუძნებოდა, რადიკალურად შეცვალა Vogue-ის ტონი, სტრუქტურა და ფოტოესთეტიკა.
მისი პირველი გარეკანი უკვე თავად იყო განცხადება: ყდაზე გამოსახულ მოდელს კრისტიან ლაკრუას მაისური და უბრალო ჯინსი ეცვა. დაბალბიუჯეტური და მაღალი მოდის შერწყმით, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო ჟურნალის სტანდარტებისთვის, ანა ვინტური მყისიერად გააცნო მსოფლიოს როგორც რადიკალური, პროგრესული და შორსმჭვრეტელი რედაქტორი.
ვინტურის ხელმძღვანელობით Vogue არა მხოლოდ მოდის ჟურნალი გახდა, არამედ კულტურული ინსტიტუტი, რომელმაც შექმნა ტენდენციები და დააწესა ახალი სტანდარტები.
1995: ანა ვინტური პირველად ხდება მეტ გალას თავმჯდომარე
ანა ვინტური 1995 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
მეტ გალა ნიუ-იორკში 1948 წლიდან ტარდებოდა, როგორც მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტისთვის მოწყობილი საქველმოქმედო ღონისძიება, თუმცა ვინტურის 30-წელზე მეტხნიანი ხელმძღვანელობის პერიოდში ის გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდის ღონისძიებად.
ვინტურმა საქველმოქმედო გალას თანათავმჯდომარეობა 1995 წელს დაიწყო — იმ წელს ის "Haute Couture" (ოტ კუტიურ) თემატიკის ღონისძიებაზე გამოჩნდა სპილოსძვლისფერი, იატაკამდე სიგრძის კაბით. მოგვიანებით მან გალას თარიღი დეკემბრიდან მაისის პირველ ორშაბათს გადაიტანა და, Vogue-ის მიხედვით, სტუმართა სია გადააკეთა ისე, რომ ღონისძიებაზე მხოლოდ მოდის, შოუ-ბიზნესის, სპორტისა და პოლიტიკის უდიდესი ვარსკვლავები მოხვედრილიყვნენ.
2003: ანა ვინტური ხდება ფილმის ეშმაკს აცვია პრადა შთაგონება
ფოტო: Getty Images
როდესაც ლორენ ვაისბერგერის ბესტსელერი წიგნი ეშმაკს აცვია პრადა 2003 წელს გამოიცა (და შემდეგ 2006-ში ფილმად გადაიღეს), მან ანა ვინტური სრულიად ახალ აუდიტორიას გააცნო და მოდის კულტად აქცია.
ისტორია დაფუძნებულია ვაისბერგერის გამოცდილებაზე, რომელიც Vogue-ში ვინტურის ასისტენტი იყო. თაყვანისმცემლებს დიდი ხანია მიაჩნიათ, რომ ვინტური ჰგავს მირანდა პრისლის — ცივ, დაუნდობელ ბოსს, რომელსაც ფილმში მერილ სტრიპი ასახიერებს.
თუმცა, ამ ხმებზე ვინტურს ორი ათწლეულის განმავლობაში საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია — წინა წელს ლონდონში ჩატარებული მიუზიკლის პრემიერაზე BBC-ს განუცხადა, რომ "მაყურებელსა და ჩემს თანამშრომლებზეა დამოკიდებული, თუ ხედავენ რაიმე მსგავსებას ჩემსა და მირანდა პრისლის შორის."
2017: ანა ვინტურს დეიმის წოდება მიენიჭა
ფოტო: Getty Images
Vogue-ის მთავარი რედაქტორი და მოდის ლეგენდა ანა ვინტური 2017 წელს დედოფალმა ელიზაბეტ II-ემ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის დეიმის ტიტულით (ქალისთვის განკუთვნილი რაინდობის ეკვივალენტური წოდებით) დააჯილდოვა.
ვინტურმა ჯილდო მიიღო ბუკინგემის სასახლეში, ვარდისფერი შანელის ქურთუკითა და თავისი განუყრელი მუქი სათვალეებით, ჟურნალისტიკასა და მოდის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. ანა ვინტური ლონდონშია დაბადებული და ერთხანს ბრიტანულ Vogue-საც ხელმძღვანელობდა.
2025: ანა ვინტური თავისუფლების ღირსების მედლით დაჯილდოვდა
ფოტო: Getty Images
იანვარში ანა ვინტურმა დიზაინერ რალფ ლორენთან, შეფ ჯოზე ანდრესთან, U2-ის ლიდერთან, ბონოსთან, მსახიობ მაიკლ ჯეი ფოქსთან, ოსკაროსან მსახიობ დენზელ ვაშინგტონთან და ტელე-პერსონა ბილ ნაისთან ერთად პრეზიდენტი ჯო ბაიდენისგან პრეზიდენტის თავისუფლების მედალი მიიღო კულტურაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები