10 სავაჭრო ფონდი, რომლის ფასიანი ქაღალდებითაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე ხშირად ვაჭრობენ
ფოტო: Unsplash
გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF) კიდევ ერთი საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც ინვესტორების მიერ დაბანდებულ თანხებს სხვადასხვა სახის აქტივში ანაწილებს — მაგალითად, აქციებში, ობლიგაციებში, ან სხვა ტიპის ფასიან ქაღალდებში. ფონდის მთავარი უპირატესობა დივერსიფიკაცია და დაბალი რისკიანობაა, რადგან აქ ერთი აქტივის მერყეობა მთელ პორტფელზე გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს.
ამ სტატიაში იმ ფონდების შესახებ გიყვებით, რომელთა ფასიანი ქაღალდებითაც თიბისის მობაილბანკში ყველაზე ხშირად ვაჭრობენ:
1. SPY (SPDR S&P 500 ETF Trust)
ეს ფონდი S&P 500 ინდექსს მიჰყვება და ასახავს აშშ-ის უდიდესი 500 კომპანიის აქციების დინამიკას. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლიკვიდური ETF-ია მსოფლიოში. S&P 500 ინდექსი ხშირად გამოიყენება როგორც ბაზრის საერთო მდგომარეობის მაჩვენებლადაც.
2. TQQQ (ProShares UltraPro QQQ)
TQQQ აკვირდება Nasdaq-100 ინდექსს. ის განკუთვნილია მოკლევადიანი სტრატეგიის მქონე ტრეიდერებისთვის, ვინაიდან გარკვეულწილად არასტაბილურობაც ახასიათებს. ითვლება, რომ გრძელვადიანი ინვესტორებისთვის ის რისკიანი აქტივია.
3. GBTC (Grayscale Bitcoin Trust)
ეს ფონდი საფონდო ბირჟის საშუალებით ბიტკოინში ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ის იდეალურია ინვესტორებისთვის, რომლებიც არ სურთ კრიპტოვალუტის პირდაპირ ფლობა.
4. GLD (SPDR Gold Shares)
GLD ოქროს ფასზე მიბმული ერთ-ერთ უმსხვილესი ETF-ია და ინვესტორებს ინფლაციისა და ბაზრის რყევებისგან დაცული პორტფელის შექმნის საშუალებას აძლევს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ოქროში ინვესტირება. ეკონომიკური მერყეობის პერიოდში ფონდს ხშირად დაცულ აქტივსაც უწოდებენ ხოლმე.
5. VOO (Vanguard S&P 500 ETF)
ეს ფონდი იმავე ინდექსს მიჰყვება, რომელსაც SPY, მაგრამ უფრო დაბალი ხარჯების სტრუქტურით. პოპულარულია გრძელვადიანი ინვესტირების სტრატეგიებისას. Vanguard-ის ფონდი ინვესტორებს სთავაზობს ეფექტურ გზას დივერსიფიცირებული პორტფელისთვის.
6. NVDU (GraniteShares 1.5x Long NVDA Daily ETF)
NVDU-ის მიზანია, Nvidia-ს აქციის დღიური ამონაგები 1.5-ჯერ გაზარდოს. ეს ფონდი აქტიური ტრეიდერებისთვის არის განკუთვნილი. ის მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული Nvidia-ს აქციების ფასის ცვლილებაზე — შესაბამისად, ზრდის როგორც მოგების, ისე დანაკარგის რისკს.
7. XLK (Technology Select Sector SPDR Fund)
XLK ფარავს აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის წამყვან კომპანიებს, მათ შორის Apple-ს, Microsoft-სა და Nvidia-ს. ამ ფონდის ფასიან ქაღალდებს, როგორც წესი, ტექნოლოგიურ სექტორით დაინტერესებული ინვესტორები ყიდულობენ.
8. MSTU (T-Rex 2X Long MSTR Daily Target ETF)
ფონდის მიზანია MSTR-ის (MicroStrategy Incorporated) დღიური შედეგების 200%-იანი ამონაგების მიღება და ამას ფინანსურ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდებით ცდილობს. იგი აფორმებს ეგრეთ წოდებულ სვოპ-შეთანხმებებს, რაც უზრუნველყოფენ MSTR-ის ფასის ცვლილების გაორმაგებას როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით.
9. MSTX (Defiance Daily Target 2X Long MSTR ETF)
ამ ფონდის საბაზისო აქტივიც MSTR-ია. უნდა ითქვას, რომ T-Rex-ის ფონდისგან განსხვავებით, ეს ფონდი დივიდენდებს იხდის. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ხარჯების კოეფიციენტი შედარებით მაღალი აქვს.
10. SOXX (iShares Semiconductor ETF)
SOXX აკვირდება ნახევარგამტარების ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების აქტივობას, მათ შორის Nvidia-ს, Intel-სა და Broadcom-ს. ამ ფონდს ირჩევენ ის ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიური მოწყობილობების და მომავლის ციფრული ინდუსტრიების განვითარებით.
უნდა იცოდე, რომ ფონდებში ინვესტიცია განსაკუთრებით დამწყები ინვესტორებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან მათი საშუალებით სანდო და გამოცდილი მენეჯერების მიერ შერჩეულ აქტივებზე გაქვს წვდომა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოტენციური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას გიზრდის.
ამასთან, ფონდების უმრავლესობა მორგებულია კონკრეტულ სექტორზე, გეოგრაფიულ არეალსა თუ საინვესტიციო სტრატეგიაზე, რაც, როგორც ინვესტორს, შესაბამისი პროდუქტის შერჩევის პროცესს გიმარტივებს
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
კომენტარები