აფგან მუხთარლის, აიისასა და ბირჟა მაფიას საქმეები — Freedom House-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები
Freedom House-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 2017 წლის პირველი ივნისიდან 2018 წლის 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს, ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი საქართველოში მინიმალურად, ერთი პუნქტით გაუარესდა. Freedom House-ის ანგარიშში საუბარია ინტერნეტის გამოყენების სპეციფიკაზე საქართველოში, ცენზურასა და საქმეებზე, როგორიცაა ბირჟა მაფია, აიისას ჯარიმა და აფგან მუხთარლის გატაცება.
მთავარი მიგნებები
- 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომელშიც ინტერნეტზე წვდომა და მისი თავისუფლად მოხმარება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განისაზღვრა;
- მთავრობამ გააფართოვა ელექტრონული სერვისები და შეიმუშავა ელექტრონული პეტიციის პლატფორმა, რითაც პროცესებში მოქალაქეების უშუალო ჩართულობა უზრუნველჰყო;
- გამოვლინდა ონლაინაქტივიზმის წინააღმდეგ მიმართული ორი შემთხვევა, პირველი ბირჟა მაფიის საქმეს უკავშირდება, ხოლო მეორე პრეზერვატივების კომპანია აიისას წინააღმდეგ შეტანილ საქმეს სასამართლოში;
- ანგარიშში ასევე მოხვდა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი უკანონო მიყურადების წინააღმდე: ეს შენ გეხება;
- Freedom House-მა დაწერა ეჭვზე, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ჩართულები იყვნენ 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში.
Freedom Houses-ის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენება გაიზარდა. სახელისუფლებო შტოებმა და ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაიწყეს სოციალური ქსელების გამოყენება, მოქალაქეებთან კომუნიკაციის მიზნით. მთავრობა აგრძელებს აქტივობებს ელექტრონული სერვისების განსავითარებლად, რათა ჩართოს მოსახლეობა პოლიტიკურ პროცესებში და მოისმინოს მათი შეხედულება სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, ამ მიმართულებით ყველა საჯარო სტრუქტურა არ არის პასუხისმგებლიანი და აქტიური.
კვლევის მიხედვით, ფიქსირდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ან ინტერნეტსერვისების მიმწოდებლების მხრიდან ცენზურისა და ონლაინ კონტენტით მანიპულაციის მინიმალური შემთხვევები.
"ქართველები თავისუფლად იყენებს სოციალური მედიის შესააძლებლობებს, რათა ჩაერთონ პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობებში ან თავად გაუწიონ ამ პროცესებს ორგანიზება. ამის მიუხედავად, არასანდო და პოლიტიკურად მიკერძოებული ინფორმაცია, მათ შორის ანტიდასავლური პროპაგანდა, ინტერნეტით ვრცელდება", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ხელმისაწვდომობის პრობლემა
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ მომსახურების მაღალი ფასები, არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და ნელი ინტერნეტი კვლავ პრობლემად რჩება.
"მთავრობამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ გამოწვევების მოსაგვარებლად იმუშავებს, მაგრამ ზუსტი სტრატეგია არ წარმოუდგენია", — ნათქვამია ანგარიშში.
Freedom House სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს და წერს, რომ 2017 წელს ინტერნეტზე ხელი მოსახლეობის დაახლოებით 60,9%-ს მიუწვდებოდა. CRCC-ის კვლევის მიხედვით, ყოველდღიურად ინტერნეტს მხოლოდ მოსახლეობის 42% იყენებს და ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა დედაქალაქში ცხოვრობს. მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა არ იცის ინტერნეტის შესახებ. ფიქსირდება გენდერული ჩავარდნაც. 2016 წელს კაცების 59% პროცენტი იყენებდა ინტერნეტს, ქალების შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი 57% იყო.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ბოლო წლებში მობილურზე წვდომის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა და 146,9% შეადგინა.
"ოჯახების უმეტესობა ინტერნეტს პერსონალური კომპიუტერების ან ლეპტოპების დახმარებით იყენებენ. ახალი თაობა რეგულარულად იყენებს მობილურს. ინტერნეტსა და მობილურზე წვდომა რეგიონებთან შედარებით, დედაქალაქში მაღალია", — ნათქვამია ანგარიშში.
Freedom House წერს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ზუსტი და გრძელვადიანი ხედვა ინტერნეტინფრასტრუქტურის გასავითარებლად. კვლევაში წერია, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.
შინაარსის შეზღუდვა
Freedom House-ის მიხედვით, ქართველ მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ ნებისმიერ საიტს მთელ მსოფლიოში, ატვირთონ ან ჩამოწერონ რაიმე მათთვის სასურველი ონლაინპროდუქტი, შექმნან საკუთარი ვებგვერდები და ეკონტაქტონ სხვა მომხმარებლებს ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში.
კვლევაში ასევე საუბარია 2016 წელს Youtube-ის დაბლოკვის შემთხვევაზე. რომელიც ქართველი პოლიტიკოსების პირადი კადრების გასაჯაროვებას უკავშირდება.
2015 წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე დროებით დაბლოკა WordPress -ის პლატფორმა, რადგან ისლამურმა სახელმწიფომ მუქარის შემცველი ვიდეო გაავრცელა.
მედია
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტმედია გარემო საქართველოში უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება და სხვადასხვა სახის კონტენტზეც ხელმისაწვდომობა იზრდება. ორგანიზაცია ეყრდნობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და მედიის განვითარების ფონდის კვლევებს და წერს, რომ ინტერნეტგამოცემების ნაწილი გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს.
"გასული წლების მსგავსად ხელისუფლება მსგავსს გვერდებს აფინანსებს. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია რუსეთთან და მოიაზრება, როგორც ანტიდასავლური", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ნახსენებია 2018 წლის ივნისის ანტისამთავრობო პროტესტი, როცა ონლაინაქტივისტებმა პროსამთავრობო ბოტები და ტროლები გამოააშკარავეს.
"ტრადიციულმა მედიამ დაიწყო ინტერნეტის აქტიური გამოყენება. ინტერნეტსაინფორმაციო სააგენტოებს მაინც აქვს რეკლამის მოზიდვისა და ტრადიციულ მედიასთან კონკურენციის პრობლემა. კერძო სექტორი რეკლამას პატარა აუდიტორიის მქონე ონლაინგამოცემებისთვის ზღუდავს", — წერია Freedom House-ის ანგარიშში.
ორგანიზაცია ბლოგერობის მნიშვნელობაზეც საუბრობს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ცოტა ბლოგერია, რომელთა საქმიანობასაც გავლება აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დისკუსიაზე სოციალურ ქსელებში.
"უმცირესობები და მოწყვლადი ჯგუფების წევრები ისევ მცირე ფორუმებსა და ბლოგებზე რჩებიან. გასული წლის განმავლობაში LGBTI პირებმა და ფენიმისტმა აქტივისტებმა დაიწყეს ინტერნეტის გამოყენება საჯარო სივრცეში კოორდინაციისა და პროტესტისთვის. ფეისბუქი საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, განსაკუთრებით პოლიტიკური დისკუსიებისთვის. იმ ბლოგერებისა და ჟურნალისტების რაოდენობაც მზარდია, რომლებიც ფეისბუქს საკუთარი კონტენტის გაზიარებისა და პოპულარიზაციის მიზნით იყენებენ", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ონლაინაქტივიზმი
Freedom House წერს, რომ პოლიტიკური და სოციალური ჯგუფები სოციალური მედიის გამოყენებით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ და მხარდამჭერებს მარტივად უკავშირდებიან. თუმცა პრობლემად რჩება ონლაინაქტივიზმის მინიმალური გავლენა ინტერნეტის გარეთ.
2017 პირველი ივნისიდან 2018 წლის 31 მაისამდე ონლაინპლატფორმები, განსაკუთრებით ფეისბუქი, აქტიურად გამოიყენებოდა ისეთი საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის, როგორიც იყო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნა და ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება.
2017 წლის მაისში განხორციელდა სამოქალაქო კამპანია უკანონო მიყურადების წინააღმდეგ, სახელწოდებით — "ეს შენ გეხება".
ბირჟა მაფიას საქმე
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს ბირჟა მაფიას წევრი რეპერები ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დააკავეს. მათი მხარდამჭერების თქმით, პოლიციის ბრალდება იყო ფაბრიკაცია და უკავშირდებოდა კლიპს, რომელიც ბირჟა მაფიამ დაკავებამდე გადაიღო. ვიდეოში პოლიციელი წარმოდგენილი იყო, როგორც ძაღლი. სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, ორივე რეპერი გაათავისუფლებს. დამატებით უნდა ითქვას, რომ ვიდეო Youtube-ზე წაიშალა და თავიდან აიტვირთა. განმეორებით ატვირთულ ვიდეოში პოლიციელის სახე დაფარული იყო.
აიისა
2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა პრეზერვატივის არაეთიკური შეფუთვის გამო. სასამართლომ მოუწოდა კომპანიას შეუწყვიტა აღნიშნული პროდუქტის გაყიდვა, მათ შორის ფეისბუქზე რეკლამირება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივების შეფუთვა რელიგიურ გრძნობებს ლახავდა.
Freedom House-ის სრულ ანგარიშს ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
-
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
-
რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა
გადახედვა
-
POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან
გადახედვა
-
მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს
გადახედვა
-
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
-
ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი
გადახედვა
-
ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია? ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია?
-
სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
გადახედვა
-
კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება
გადახედვა
-
ახმატ კადიროვი, სავარაუდოდ, მეორედ დაქორწინდა — მას ცერემონიაზე $1.2 მლნ-ად შეფასებული საათი ეკეთა ახმატ კადიროვი, სავარაუდოდ, მეორედ დაქორწინდა — მას ცერემონიაზე $1.2 მლნ-ად შეფასებული საათი ეკეთა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთელი ქვეყნით კროსვორდი: გამოიცანი მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთელი ქვეყნით
გადახედვა
-
"ნინოწმინდის" საბაჟო პუნქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც მანქანაში იარაღი და ტყვიები ჰქონდათ "ნინოწმინდის" საბაჟო პუნქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც მანქანაში იარაღი და ტყვიები ჰქონდათ
გადახედვა
კომენტარები