10 არაჩვეულებრივი წიგნი ჰელოუინისთვის
ფოტო: Henry Sellick
ყველა ერთხელ მაინც შემოვმსხდარვართ კოცონის გარშემო საშიში ისტორიების მოსასმენად ან თავზე საბანგადაფარებულებს გვინახავს საშინელებათა ფილმები. ჰორორი და მისტიკა უნებურად გვიზიდავს და უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას. ჰელოუინის ღამეც ბევრისთვის საყვარელი დღესასწაულია, რომლისთვისაც დიდი მონდომებით ემზადებიან უამრავ ქვეყანაში. მოემზადე შენც, გაეცანი ჩვენ მიერ შერჩეულ, ჰელუინზე საკითხავი წიგნების სიას და შეივსე საშიში ისტორიების მარაგი!
1. უილიამ პიტერ ბლეტი – ეგზორცისტი
ავტორის თქმით, სადღაც მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის სხვა სამყაროა და მისი შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია. მით უმეტეს, ადამიანი უძლურია, თუ ეს სამყარო თავის წარმომადგენელს დედამიწაზე გზავნის და მოზარდის სხეულში შეასახლებს. სწორედ მაშინ დაისმის კითხვა: სად მთავრდება რეალობა და სად გადის ზღვარი მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის? ამ კითხვაზე საინტერესო პასუხს გვთავაზობს უილიამ პიტერ ბლეტი – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება წერდა ფსიქიკაზე მოქმედ დემონებზე, თავად კი მსგავს ლიტერატურას არასოდეს კითხულობდა. წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმიც, რომელმაც არაერთი, მათ შორის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
2. ჰილჰაუსის მოჩვენება – შირლი ჯექსონი
შირლი ჯექსონის ამ რომანში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანთა პატარა ჯგუფი ზაფხულის ცხელ თვეს მიყრუებულ აგარაკზე ატარებს და ცდილობს, უცნაურ არსებებთან დაამყაროს კავშირი. ავტორი მკითხველის შეშინებას იაფფასიანი ხრიკებით არ ცდილობს. ეს გახლავთ ღრმა ფსიქოლოგიური თრილერი, რომელშიც რთულია, ერთმანეთისგან გაარჩიო პარანორმალური მოვლენა და უძილობისგან გამოფიტული ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. „ჰილ ჰაუსის მოჩვენება“ ჯექსონის ყველაზე ცნობილი წიგნია. რომანი დღეს საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. მისი მიხედვით შექმნილია ამავე სახელწოდების პიესა და ორი ფილმი.
3. ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი – ედგარ ალან პო
ნანტაკეტელი ახალგაზრდა კაცი, არტურ გორდონ პიმი, ბრიგ "გრამპუსის" ტრიუმში იმალება, რათა ამ ხომალდით სამხრეთის ზღვებში იმოგზაუროს. მაგრამ მეზღვაურები გემზე ამბოხებას მოაწყობენ. სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ოთხი კაციღა რჩება ცოცხალი და ისინი აბობოქრებულ ოკეანეში რჩებიან მშიერ-მწყურვალნი და ზვიგენებით გარშემორტყმულნი. განწირულ ზღვაოსნებს სამხრეთ პოლუსისკენ მიმავალი გემი გადაარჩენს...
ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი (1838) ედგარ პოს ყველაზე გამოუცნობ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ჰორორის ჟანრის თხზულებების წინამორბედად ითვლება.
4. თილისმა – სტივენ კინგი; პიტერ სტრაუბი
თილისმა სტივენ კინგისა და პიტერ სტრაუბის ერთობლივი რომანია. საშინელებათა ჟანრის ორი სახელგანთქმული მწერლის ამ ნამუშევარმა, მალე მოიპოვა აღიარება და არაერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. უჩვეულო, დაძაბული სიუჟეტი, რომელსაც დღემდე თვალს ვერ სწყვეტს მკითხველი, ერთგულებასა და შიშზე მოგვითხრობს. ყოვლისმომცველი ბოროტების წინაშე მდგარი თორმეტი წლის ბიჭის ამბავი „თილისმას“ მართლაც გამოარჩევს ფენტეზის ჟანრში დაწერილი სხვა ნაწარმოებებისგან. ჯეკ სოიერი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, სიკვდილისაგან იხსნას დედა, წარმოუდგენლად საშიშ გარემოში ხვდება. უდანაშაულო მსხვერპლით, ურჩხულებით, მისტერიითა და დაუჯერებელი ხიფათით სავსე სამყაროში გადარჩენა მისი უმთავრესი ამოცანაა.
5. მე ვარ ლეგენდა – რიჩარდ მეთისონი
ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, რიჩარდ მეთისონის (1926-2013) საკულტო რომანი მე ვარ ლეგენდა პოსტაპოკალიფსურ ჟანრს განეკუთვნება. მან უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიტერატურაში ვამპირებისა და ზომბების სახეების ჩამოყალიბებაზე.
წიგნის მთავარი პერსონაჟი ბოლო ადამიანია დედამიწაზე. საშინელი პანდემიის გამო მისი ყოველი მცხოვრები ვამპირად იქცა. მხოლოდ რობერტ ნევილს ვერ დააკლო ვირუსმა ვერაფერი. გმირი მარტოდმარტო, შეუპოვრად ებრძვის ვამპირებს – სხვა გზა არა აქვს. იმისათვის, რომ გადარჩეს, მან არ უნდა დაკარგოს იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ცოცხალი არსება, ძაღლი მოუკვდება, ქალი კი უღალატებს...
რომანის მოტივებზე რამდენიმე ფილმია გადაღებული.
6. კრავთა დუმილი – თომას ჰარისი
კრავთა დუმილი რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს და მისი "კონსულტანტი და მოკავშირე" – ბრწყინვალე ფსიქიატრი და, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს ყოველ მის ქცევას. რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი ოსკარი აქვს მოპოვებული.
თუმცა, ჰელუინი მხოლოდ საშიშ მოჩვენებებსა და ჩონჩხებთან არ ასოცირდება! სინამდვილეში სახალისო დღესასწაულია, რომელშიც მონაწილეობას პატარებიც სიამოვნებით იღებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცოტა საშიში, მაგრამ საინტერესო საკითხავი წიგნები მათთვისაც შეგვეთავაზებინა.
1. სასაფლაოს წიგნი – ნილ გეიმანი
არავინ არავისია, რომელსაც მეგობრები ვინის ეძახიან, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. კიდევ უფრო ჩვეულებრივი იქნებოდა, სასაფლაოზე რომ არ ცხოვრობდეს და მის აღზრდა-განათლებაზე მოჩვენებები არ ზრუნავდნენ. აბა რა უნდა ქნა, როცა ცოცხალთა სამყარო მოკვლით გემუქრება? არც სასაფლაოზეა ვინისთვის უცხო საფრთხე და თავგადასავლები, მაგრამ იქ არ უშვებენ კაცს, სახელად ჯეკს, რომელმაც ადრე ვინის მშობლები ამოხოცა. ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორის, ნილ გეიმანის „სასაფლაოს წიგნი“ არ დატოვებს გულგრილს ფენტეზისა და თავგადასავლების მოყვარულ მკითხველს, და არა მხოლოდ მათ.
2. უიღბლო ამბების სერია – ლემონი სნიკეტი
ლემონი სნიკეტი თანამედროვე ამერიკელი მწერლის - დენიელ ჰენდლერის - ფსევდონიმია. დენიელ ჰენდლერმა სწორედ ამ სერიით გაითქვა სახელი. უიღბლო ამბების სერიას კრიტიკოსები ასე ახასიათებენ: ესაა შავი იუმორის, ვიქტორიანული გოთიკისა და სარკასტული თხრობის ნაზავი. პოსტმოდერნისტული ლიტერატურისა და მეტაპროზის საუკეთესო მაგალითი. ტექსტი სავსეა კულტურული თუ ლიტერატურული ალუზიებით და საინტერესო საკითხავია ყველა ასაკის მკითხველისათვის. უიღბლო ამბების მიხედვით ნეტფლიქსმა ახალი სერიალი გადაიღო. მისი პირველი სეზონი 2017 წელს გამოვიდა. ამჟამად ქართულად ამ სერიის ოთხი წიგნია თარგმნილი: ცუდი დასაწყისი, ტერარიუმი, ქარიშხალი და საზარელი სამხერხაო.
3. დრაკულა – გრაფიკული რომანი / კომიქსი
ტრანსილვანიის მაღალ მთებში ბოროტი გრაფი დრაკულა ცხოვრობს. მის სასახლეში სტუმრობისას ჯონათან ჰარკერი შემთხვევით შეიტყობს გრაფის საშინელი გეგმის – მკვდართა არმიის შექმნის შესახებ. შეძლებს ვამპირებზე მონადირე პროფესორი ვან ჰელსინგი ჯონათანისა და მისი მეგობრების დახმარებას და დრაკულას გეგმის ჩაშლას, თუ უკვე გვიანია? ჯონათანისა და დრაკულას სისხლის გამყინავ ისტორიას ამ შთამბეჭდავი გრაფიკული რომანის საშუალებით შეიტყობ. საინტერესო და სხარტი დიალოგებით მოთხრობილი კლასიკური სიუჟეტი ნებისმიერი ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს, ილუსტრაციები კი ბავშვებს ნაწარმოებების შინაარსის აღქმას გაუმარტივებს. ეს გრაფიკული რომანი საუკეთესო არჩევანია ჰელოუინის აღსანიშნად.
4. კორალაინი – ნილ გეიმანი
ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები