რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, რომ სურათვისთვის შეგიხედავთ და მყისიერად დისნეის რიმეიქის გადაღების იდეა მოგსვლიათ თავში? ჩვენ — არც ისე ხშირად.

თუმცა მამა მიას ერთ ფანს საოცარი ხედვა აქვს და როგორც კი ლონდონის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე მყოფი შერისა და ამანდა სეიფრიდის საერთო ფოტოს მოკრა თვალი, მაშინვე აღმოაჩინა საოცარი მსგავსება დისნეის გმირებთან.

ეს გმირები კი რაპუნცელი და მისი დედა გოთელი არიან, ანიმაციური ფილმიდან Tangled. მსგავსება აშკარაა.

"რა ჯანდაბა ხდება?" - დაწერა მან ტვიტერზე

და თანამოაზრეებიც მალე იპოვა:

"სირცხვილი იქნება, ბროდვეიზე მიუზიკლს თუ არ გადაიღებენ, რომელშიც შერი დედა გოთელი იქნება, ამანდა სეიფრიდი კი — რაპუნცელი"

"დისნეი, რაპუნცელის ეკრანიზაციას ველოდები. წინასწარ მადლობა. პატივისცემით, რაპუნცელის დიდი ფანი"

"უკვე წარმოვიდგენ, როგორ მღერის შერი Mother Knows Best-ს და ეს საოცარი ჩანს"

"მოგვეცი რაც გვინდა"

მეტი რაღა უნდა მოხდეს? ახლა ყველაფერი დისნეიზეა დამოკიდებული.