გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 14-16 აგვისტოს თბილი და, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ამ ტერიტორიაზე 28-30 გრადუსი იქნება.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 29-დან 34 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 24-29 გრადუსი დაფიქსირდება.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 13 აგვისტოს საართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამასთან, ჰაერის ტემპერატურა 23-დან 28 გრადუსამდე იქნება.

რაც შეეხება თბილისს, სააგენტოს ცნობით, 14-15 ავისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, 16 აგვისტოს კი უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა 13-15 აგვისტოს 26-28 გრადუსი იქნება, 16 აგვისტოს კი 28-დან 30 გრადუსამდე მოიმატებს.