ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

  • სენაკში ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ასევე, პრობლემები შეიქმნა სოფელ ძველ სენაკში, ლეძაძამეში, უშაფათში, სორტაში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
  • მარტვილის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. კერძოდ, ბანძაში, ჭყონში, ტალერში, აბედათში, ნაჯახაოში, დოშაყეში, ნახუნაუსა და კურძუში უხვმა ნალექმა შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
  • უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს.

ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მუშაობა შესაძლებელია სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე კი ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფები მუშაობენ. უკვე შექმნილია ზარალის დათვლის კომისია