ერდოღანი: გიულენთან დაკავშირებულ ბიზნეს სექტორს შემოსავლების გარეშე დავტოვებთ
ფოტო: AFP
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველა ბიზნესს, რომლის წარმომადგენლებიც ფეტულა გიულენთან არიან კავშირში, შემოსავლების გარეშე დატოვებს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიულენის სკოლები, ორგანიზაციები და საქველმოქმედო დაწესებულებები "ტერორიზმის ბუდეა". ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ერდოღანის განმარტებით, სწორედ ბიზნესია ის ქსელი, რომელშიც გიულენს ძლიერი გავლენა აქვს. ერდოღანი ამბობს, რომ გიულენი თავისი სკოლებისა და ორგანიზაციების მეშვეობით უკვე წლებია ცდილობს ე.წ. პარალელური სტრუქტურით მოქმედებას იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს. მისი თქმით, სახელმწიფოს ქმედებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ ხისტი იქნება.
გარდა ამისა, ერდოღანმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ წარსულში ფეტულა გიულენის ორგანიზაციას ეხმარებოდა, ვერ ხედავდა მის რეალურ ზრახვებსა და 2010 წლამდე ვერ შეძლო ორგანიზაციის რეალური სახე ეჩვენებინა თურქი ხალხისთვის:
"ამ მომენტიდან ეჭვების ეპოქა დასრულდა და ბრძოლის ეპოქა დაიწყო. მიუხედავად ყველაფრისა, ვნანობ რომ ვერ გამოვავლინე მისი რეალური სახე. ვიცი, რომ ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ერისა და ხალხის წინაშე. ჩვენო ღმერთო და ჩვენო ხალხო, გვაპატიეთ".
მან განმარტა, რომ მიუხედავად რიგი უთანხმოებისა, წარსულში ის და გიულენი თანამშრომლობდნენ და განაცხადა, რომ მათი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი მათი განსხვავებული რელიგიური შეხედულებები იყო:
"ამ ორგანიზაციის ლიდერის მიმართ მისი განათლებასთან, ხალხის დახმარებასა და სოლიდარობასთან დამოკიდებულების გამო მოთმინებას გამოვხატავდი. ჩვენ ტოლერანტობას ვიჩენდით, რადგან ისინი ამბობდნენ: "ღმერთო", ჩვენ კი ვამბობდით, რომ ერთი ფუძე გვქონდა".
მან ასევე 2013 წელიც გაიხსენა, როდესაც მის წინააღმდეგ გამოძიება თაღლითობისა და კორუფციის გამო დაიწყო და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ფეტულა გიულენის ნამდვილი სახეც. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც ახლაც კი არ სურთ გიულენის ბრალეულობის დანახვა.
თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ბანკი უკვე დახურეს. გარდა ამისა, დაიხურა სხვადასხვა მედია საშუალებები, თანამდებობიდან გაუშვეს ან დააპატიმრეს ათი ათასობით სახელმწიფო მოხელე.
მომხდარის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ე.წ. წმენდა გამოაცხადა და განმარტა, რომ შესაძლოა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა განიხილონ, რასაც დასავლეთიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.
უფრო მეტი იხილეთ აქ:
- რა მოხდა თურქეთში - დეტალები სრულად
- გადატრიალების მცდელობა თურქეთში და გავლენა საქართველოზე - ინტერვიუ გიორგი გობრონიძესთან
- ავსტრიის კანცლერი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი უნდა შეწყდეს
- აშშ: თურქეთში სამხედროების ე.წ. წმენდა ISIS-თან ბრძოლას აფერხებს
- თურქეთი მოუწოდებს ევროკავშირს, უვიზო მიმოსვლა ქვეყანას ოქტომბრამდე მიანიჭოს
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები