5 ფილოსოფოსი, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარდა - როგორ აისახა ეს გამოცდილება მათ ნაშრომებზე
ფოტო: Central Press/Hulton Archive/Getty Images/BigThink
ჩვენ ყველას შეგვიძლია დავასახელოთ უამრავი როკვარსკვლავი, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში ნარკოტიკებს მოიხმარდნენ, თუმცა ფილოსოფოსებისა და გამორჩეული გონების მქონე ადამიანების შემთხვევაში, ეს წარმოუდგენლად გვეჩვენება. არადა, ნარკოტიკები ძალიან ბევრი ფილოსოფოსის ცხოვრებაში არსებობდა და მათ ნაშრომებზე გავლენასაც ახდენდა. ამის მაგალითი ის ხუთი დიდებული ფილოსოფოსია, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ.
ცხადია, ნარკოტიკების მოხმარება არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მათი გავლენის გამო გახდნენ ეს ფილოსოფოსები ცნობილები და წარმატებულები. უბრალოდ, სუბსტანციები მათ ახალი რაღაცების აღმოჩენაში დაეხმარა, რაც საბოლოოდ ნაწერებშიც აისახა.
ჟან-პოლ სარტრი
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, ჟან-პოლ სარტრი ახალგაზრდობაში მძიმე სუბსტანციას, მესკალინს აქტიურად მოიხმარდა. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ სარტრი ხშირად ფიქრობდა არსებობისა და არარსებობის შესახებ, ადამიანის ინდივიდუალიზმზე და კონფორმისტულ სამყაროზე.
ნარკოტიკების მოხმარების შედეგად, სარტრის მოჩვენებები დაეწყო. ის დიდი ხნის განმავლობაში ხედავდა კიბორჩხალებს, რომლებიც თავს არ ანებებდნენ. მოგვიანებით, ფრანგმა ფილოსოფოსმა დაასკვნა, რომ კიბორჩხალები მარტოობის განცდისადმი არსებული შიშის მანიფესტაცია იყო. ამის შემდეგ, მან შეწყვიტა ყურადღების გამახვილება მოჩვენებებზე და კიბორჩხალებიც გაქრნენ.
რა გავლენა ჰქონდა სარტრის ნამუშევრებზე ნარკოტიკებს?
სარტრის ცნობილი ნამუშევარი "გულისრევა" მოიცავს ისეთ თემებს, რომელიც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნარკოტიკებთან ურთიერთობის გამოცდილებითაა დაწერილი. განსაკუთრებით კი ისეთ ეპიზოდებში, რომლებშიც პერსონაჟები ეგზისტენციალურ გარღვევებს განიცდიან. მის ერთ-ერთ პიესაში "ალტორნის ტუსაღები" აღწერილია კიბორჩხალების რასა, რომლებიც მეოცე საუკუნის ადამიანების ცხოვრებას განიკითხავენ.
უოლტერ ბენიამინი
ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ფილოსოფიის ფრანკფურტის სკოლას წარმოადგენდა, ცნობილი გარდაცვალების შემდეგ გახდა. ის წერდა ფილოსოფიის ისტორიის, ესთეტიკისა და კულტურის შესახებ.
ჩვენი ყურადღება უოლტერ ბენიამინმა მისი დაუმთავრებელი წიგნის გამო მიიპყრო, რომელშიც ფილოსოფოსი ჰაშიშის მოხმარებაზე ჩატარებულ ექსპერიმენტს აღწერდა. წიგნი "ჰაშიშის შესახებ" მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა და მასში მოყოლილია მისი მოხმარების მეთოდები, გამოცდილება და გამოფხიზლების გზები. გარდა ამისა, წიგნში შესულია სტატიები, რომელიც ნარკოტიკების ზეგავლენითაა დაწერილი.
ბენიამინი, თავისი ექსპერიმენტის ფარგლებში, ოპიუმსა და მესკალინსაც მოიხმარდა. ის იმდენად იყო შეპყრობილი თავისი ექსპერიმენტით, რომ ხარისხიანი ნარკოტიკის მოსაპოვებლად არასდროს იყენდება ე.წ. "დილერებს", არამედ მუდმივად ექიმების რეკომენდაციას ეყრდნობოდა. ის მუდმივად აკონტროლებდა დოზებს, რათა არ დაეკარგა დაკვირვებისა და შემეცნების უნარი.
რა გავლენა ჰქონდა ბენიამინის ნამუშევრებზე ნარკოტიკებს?
იგი ამბობდა, რომ მისი ნამუშრევრების უდიდესი ნაწილი სწორედ ნარკოტიკების მოხმარებით იყო შთაგონებული. ბენიამინი ნარკოტიკების მოხმარების პროცესში ჩანაწერებს აკეთებდა, თუ როგორ ეხმარებოდა ის სხვადასხვა მოვლენების დაკავშირებაში. ერთი კი ცხადია, რომ ნარკოტიკებმა ბენიამინს შთააგონა მისი ერთ-ერთი ესსე "სიურეალიზმი", რომელშიც ინტტოქსიკაციასა და მოვლენების ინტერტპრეტაციაზე წერს.
უილიამ ჯეიმსი
ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი პრაგმატიზმის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის იყო პირველი განმანათლებელი, რომელმაც აშშ-ში ფსიქოლოგიის შესახებ ლექციების კითხვა დაიწყო. უფრო კარგად რომ მიხვდეთ ვისზეა საუბარი, უილიამი ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჰენრი ჯეიმსის ძმა იყო.
უილიამ ჯეიმსი, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი პირველი დასავლელი ფილოსოფოსი იყო, რომელმაც ფსიქოდელიურ ნარკოტიკებზე დაიწყო საუბარი. მის წიგნში "რელიგიური გამოცდილებების განსხვავებები", უილიამი წერდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
რა გავლენა ჰქონდა უილიამ ჯეიმსის ნამუშევრებზე ნარკოტიკებს?
ნარკოტიკებთან ურთიერთობამ უილიამ ჯეიმსი მისტიციზმით გაიტაცა და ამ დარგის განვითარებაში დიდი წვლილიც შეიტანა. ის ამბობდა, რომ ნარკოტიკი მას ეხმარებოდა უკეთესად ჩასწვდომოდა რელიგიური გამოცდილების გავლენას ადამიანის ცხოვრებასა და გონებრივ ჩამოყალიბებაზე. ჯეიმსი იმასაც ამბობდა, რომ ჰეგელის ნაშრომების აღქმა მხოლოდ მაშინ შეეძლო, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მიშელ ფუკო
მიშელ ფუკო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსია, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა. ის 1984 წელს, გახდა პირველი საჯარო ფიგურა, რომელიც შიდსით გარდაიცვალა. მისი ახალგაზრდობის წლებში, მიშელ ფუკო არაერთი სახეობის ნარკოტიკს მოიხმარდა, თუმცა მისი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი ჰეროინი იყო.
მოგვიანებით, როდესაც ფუკომ სერიოზული მოღვაწეობა დაიწყო, გააანალიზა ნარკოტიკების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე და "თრიფებს" ფილოსოფიურად შეხედა. 1975 წელს, ფუკო ლექციის ჩასატარებლად კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც სიკვდილის ველი მოინახულა და LSD მიიღო. მისი თანმხლები პირები აღწერენ, რომ მიშელ ფუკოს გასაოცარი "თრიფი" ჰქონდა, რომელიც მოიცავდა მუსიკას, ველზე ნებივრობასა და სხვ.
რა გავლენა ჰქონდა მიშელ ფუკოს ნამუშევრებზე ნარკოტიკებს?
სიმონ ვეიდი, რომელმაც ფუკოს მჟავა გაასინჯა, იხსენებს, რომ ფრანგმა ფილოსოფოსმა ნარკოტიკისგან მიღებული გამოცდილების შესახებ მას წერილი მისწერა. წერილში ნათქვამია, თუ როგორ შეაცვლევინა მჟავამ ფუკოს თავისი ნაშრომებისადმი დამოკიდებულება და რომ, "სექსუალობის ისტორიის" სერიების წერა სულ სხვა გეგმით განაგრძო..
ნიცშე
ერთ-ერთი ყველაზე კონტრავერსიული ფილოსოფოსი, ნიცშე, ეგზისტენციალიზმის თეორიების შემქმნელად მიიჩნევა. მისმა ფილოსოფიამ არაერთი მოაზროვნის ნაშრომებს დაუდო სათავე. ნიცშეს ალკოჰოლის მიმართ საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა. ის სასმელს ქრისტიანობის გვერდით მოიხსენიებდა, როგორც "ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდ ნარკოტიკს". მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ნიცშეს შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან.
საქმე ისაა, რომ ნიცშეს მუდმივად აწუხებდა უძილობდა, შფოთვა, შაკიკი და სხვა ავადმყოფობები. სწორედ ამიტომ, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ცდილობდა შესაფერისი გამაყუჩებლის პოვნას და ძებნაში ოპიუმს მიაგნო. ოპიუმის გარდა, ნიცშე ძილის მოსაწესრიგებლად ტოქსიკურ ჰიდრატებსაც იყენებდა.
რა გავლენა ჰქონდა ნიცშეს ნამუშევრებზე ნარკოტიკებს?
იმ პერიოდში, როცა ნიცშე თავის საუკეთესო ნამუშევრებს ქმნიდა, აქტიურად იყენებდა სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკებს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის ნამუშევრებზე ნარკოტიკებსაც ჰქონდა გავლენა.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა





კომენტარები