შვედეთში სამუშაო ძალის ნაკლებობაა
შვედეთში მოთხოვნისა და მიწოდების პრობლემა შეიქმნა. 2025 წლისთვის შვედეთის სამუშაო ძალა 207 ათასი ადამიანით გაიზარდება, თუმცა არსებული სოციალური მოდელის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ არის.
ე.წ. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის შესანარჩუნებლად შვედეთის სამუშაო ძალა კიდევ 200 ათასით უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, გაიზარდოს შრომის ღირებულება და მნიშვნელოვნად გაუარესდეს სხვადასხვა სერვისის ხარისხი. ამავდროულად, სამუშაო ძალის სათანადო ზრდის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ სოციალური პოლიტიკის შენარჩუნება, რასაც შვედეთი ბოლო ათწლეულებში განმავლობაში აწარმოებს.
სწორედ ეს იქნება ქვეყნის მომავალი მთავრობის ძირითადი გამოწვევა. 2007-დან 2017 წლამდე პერიოდში, ქვეყნის სამუშაო ძალა 408 ათასი ადამიანით შეივსო, აქედან, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი კი საჯარო სექტორში დასაქმდა.
შვედეთის რეგიონული და მუნიციპალური ასოციაციის ხელმძღვანელის, ანიკა ვალენსკოგის თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის საჯარო სექტორი 208 ათასი ახალ მუშაკს საჭიროებს და მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამავდროულად, არსებობს რისკი, რომ საჯარო და კერძო სექტორები, კომპეტენტური კადრებისთვის ბრძოლაში ერთმანეთთან კონკურენციაში მოექცევიან.
სახელმწიფოს პრობლემის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, ასევე, მიგრაცია. მნიშვნელოვანი რისკების გამო 2015 წელს შვედეთმა აღადგინა სასაზღვრო კონტროლი. ვალენსკოგის თქმით, შვედეთს სჭირდება უფრო მეტი დასაქმებული და სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი რეფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სისტემა უბრალოდ ჩამოიშლება.
შემდეგი ათი წლის განმავლობაში შვედეთეის მოსახლეობა, დაახლოებით, 10 პროცენტით გაიზრდება და 11 მილიონს გადააჭარბებს. მოსახლეობის ზრდა, ძირითადად, მიგრაციით არის განპირობებული, წინა წლების განმავლობაში შვედეთმა მნიშვნელოვნად უფრო მეტი მიგრანტი მიიღო, ვიდრე სხვა ევროპულმა ქვეყნებმა. ქვეყნის მოსახლოება საგრძნობლად ბერდება, პენსიონერები შვედეთის ყველაზე მზარდი ასაკობრივი ჯგუფია.
ამ დროისთვის შვედეთის მოსახლეობის ასაკობრივი სურათია შემდეგია:
- 0-19 წლამდე - 2,4 მილიონი;
- 20-64 წლამდე - 5,8 მილიონი;
- 65+ 2 მილიონი.
შვედეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2028 წლისთვის ქვეყანაში 0 - 19 ასაკობრივი ჯგუფი 9,2 პროცენტით გაიზრდება, დაახლოებით, 13 პროცენტით გაიზრდება პენსიონერების რაოდენობა, ხოლო ქვეყნის სამუშა ძალის (20 - 64 წლამდე) მატება კი, დაახლოებით, 8 პროცენტი იქნება.
ჯერჯერობით უცნობია როგორ გაუმკლავდება შვედეთი მის წინაშე არსებულ პრობლემას. არსებულ ვითარებაში, თუ კი არაფერი შეიცვალა, იმ სოციალური პოლიტიკის შესანარჩუნებლად, რომელიც მოქმედებს აუცილებელი იქნება გადასახადების გაზრდა. თუ რა გზას აირჩევს შვედეთი არსებული პრობლემის გადასაჭრელად, სექტემებრში ახალი მთავრობის არჩევის შემდეგ გახდება ცნობილი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები